Diario Sport-თან საუბრისას, ჟოზეპ მარია მინგელამ, კაცმა, რომელიც “ბარსას” 13 წლის ლეო მესის გაფორმებაში დაეხმარა, არგენტინელის კონტრაქტის გახანგრძლივების პრობლემებსა და გუნდის შესააძლო დატოვებაზე ისაუბრა:
“რამდენიმე პრობლემის ერთად გაჩენა საქმეს კიდევ უფრო ართულებს. გუნდში როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, მძიმე ვითარებაა. კორონავირუსმა კლუბის ბიუჯეტს სერიოზული დარტყმა მიაყენა.”
“მესის კონტრაქტთან მიმართებაში, ფინანსური პრობლემები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა, ბიუჯეტში ფულია, მაშინ გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მარტივია.”
“კლუბში ცუდი ატმოსფეროა შექმნილი, თუმცა ეს გადამწყვეტი გარემოება არ იქნება. რაც შეეხება მესის, მისი წარსული განცხადებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ის დარჩენის წინააღმდეგია.”
“არგენტინელს არ უთქვამს, რომ ის კლუბში დარჩება, თუმცა არც წასვლის სურვილი დაუფიქსირებია. წარსულში მესის წასვლის უკეთესი შესაძლებლობებიც ჰქონდა, თუმცა მაინც დარჩა.”
“სპორტული თვალსაზრისით, გუნდი იმ დონის ფეხბურთს არ თამაშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. მესი გაბრაზებული არაა, ის უბრალოდ გაღიზიანებულია, რადგანაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და მისთვის წარუმატებლობა უჩვეულოა.”
შეგახსენებთ, რომ ლეოს კონტრაქტს ვადა 2021 წელს ეწურება. რამდენიმე დღის წინ კი Cadena SER-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მესის “ბლაუგრანადან” წასვლის ალაბათობა საკმაოდ დიდი იყო.




უკვრ წასულია. ნტერში გაიარა სამედიცინო შემოწმება.გვამცნობს ავტორიტეტული სპორტული ჯურნალი "არმენდო აბარაგინდა"
😂😂😂😂😂😂😂😂😂😂Ahaahhaha zzan gamecina saxelze))
რა შესაძლო წასვლის?
უკვრ წასულია. ნტერში გაიარა სამედიცინო შემოწმება.გვამცნობს ავტორიტეტული სპორტული ჯურნალი "არმენდო აბარაგინდა"
კაპიტანი გემიდან არ გარბის.