არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, სესარ ლუის მენოტი TyC Sports-თან ინტერვიუში ლეო მესის გარშემო აგორებულ ჭორებს ეხმაურება.
“მესი ჯერ კიდევ კარიერის პიკშია. არგენტინელი უფროა “ბლაუგრანას” წარმომადგენელი, ვიდრე ჟოზეპ მარია ბართომეუ (პრეზიდენტი).
როდესაც “ლა პულგა” მოედანზე გამოდის, კონტრაქტის შესახებ საერთოდ არ ფიქრობს. ვფიქრობ, რომ ის “ბარსაში” დარჩენის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევს.
ცხადია, რომ კიკე სეტიენმა “ბარსაში” არსებული სიტუაცია ვერ ჩააწყნარა, თუმცა მას ისევ ის ლეო მესი ჰყავს, რომელიც პატარაობაში ეზოში ერთობოდა. მართალია, მთლად პატარაც არ არის, თუმცა არც 50 წლისაა, რომ რამე ვერ შეძლოს.
ლეოს არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ჭორები სახეზე ღიმილს მფენს. ასე რომ ჰქონოდა დაგეგმილი, არც გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდოდა”, – აცხადებს მენოტი.
ანტიმარადონისტადაა მიჩნეული(მხოლოდ იმიტომ,რომ 1978 წელს არ წაიყვანა მსოფლიოზე) და სიმართლის თქმას არ ერიდება👍👏
100%-იანია ეს კაცი არ წავა მესი ბარსადან უბრალოდ ცოტა შეაფხიზლებს ბართუშას