workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Cadena SER: მესიმ “ბარსელონადან” წასვლა გადაწყვიტა

Cadena SER: მესიმ “ბარსელონადან” წასვლა გადაწყვიტა

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, “ბარსელონადან” წასვლა გადაწყვიტა. Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი ჩანაფიქრს სისრულეში კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ 2021 წელს მოიყვანს.

წყაროს ცნობით, ლეომ ახლო მეგობრებს სავარაუდო წასვლის შესახებ უკვე აცნობა. მან ასევე დააპაუზა ახალი კონტრაქტის თაობაზე კლუბთან მიმდინარე მოლაპარაკებები.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში “ბარსელონაში” აგორებულ არაერთ სკანდალს ისიც დაემატა, რომ მესის “ბლაუგრანას” სპორტული პროექტის წარმატების აღარ სჯერა. ამას ემატება ჭორების გავრცელება იმაზე, რომ ლეო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში ერევა და მწვრთნელებსაც კი არჩევს. წყაროს ცნობით, არგენტინელს ეს ჭორები აღიზიანებს.

ჯერჯერობით, Cadena SER ერთადერთი წყაროა, რომელიც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • azulgerana
    schedule 04 ივლ 2020, 05:43
    #23
    Cadena Cope: "ბარსა" მესის 2016 წელს გაყიდის

    ესეც ამტკიცებდა ეს გაზეთი 😁

  • nika 54
    schedule 03 ივლ 2020, 16:21
    #22

    ჯერჯერობით, Cadena SER ერთადერთი წყაროა, რომელიც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს.
    მთლად ასეც არ არის, ლეოს არ უთქვია მივდივარ-ო. მანთქვა ჯერჯერობით მოლაპარაკებებს კონტრაქტის გაგრძელებაზე ვაჩერებო. და მიზეზები სწორედ ის იყო რომ ძალიან ბევრი ჭორია აგორებული და ეს არ სიამოვნებს.

  • Lasho
    schedule 03 ივლ 2020, 15:18
    #21

    ამით იძულებულს ხდის ხელმძღვანელობას რო გუნდს მიხედონ.. არსად წავა