მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ, კატალონიურ კლუბში არსებულ პრობლემებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
“მე არ ვსაუბრობ სხვა გასახდელებზე, მხოლოდ საკუთარზე. ფეხბურთელების ემოციები უნდა დავიცვათ და ვიზრუნოთ მათზე. ყველაზე მთავარია – ისინი კარგად თამაშობდნენ, ჩვენ ემოციურ კომპონენტს ვუმკლავდებით, ჩემთვის ეს ყველაზე მთავარი გახლავთ.
რას ვიზამდი გუნდში არსებული კონფლიქტის დროს? ამას თქვენ არ გეტყვით, რადგან პრობლემის გადაჭრას დამოუკიდებლად ვეცდებოდი, გასახდელში, ვარჯიშზე ან ყავასთან ერთად. შესაძლოა, სწორედ ამან დაალაგოს შიდა ატმოსფერო.” – სიმეონეს სიტყვებს Marca ციტირებს.




ცხოვრებაში პირველად, მე დღეს ატლეტიკოს მხარეს ვარ. თუ ეს დარჩენილი თამაშები ბარსამ ნორმალურად ჩაატარა 100%-ით დატოვებს ერთი ჩმორი მეორეს. ის კი არა ჩაფლავების შემთხვევაშიც შეიძლება არ გაუშვას ამ სატანამ.
სანამ ლიგაარ დასრულდება ბაიერნიიტოვებს
რა თქმა უნდა არ ფიქრობ. რა გენაღვლება როცა იცი რომ ბარსელონას ყველა თამაშის ბედი გადაწყვეტილია წინასწარ, პერესის ფულით და მოსყიდული მსაჯებით
კოუტინიო დაბრუნდაა?
არ კიდია ეხლა ამას ბარსა :დდ