workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ატლეტიკო: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ატლეტიკო: მატჩისწინა მიმოხილვა

ხვალ, “ბარსელონა” ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩს გამართავს. კატალონიელები მადრიდის “ატლეტიკოს” “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან. “ბარსამ” პრიმერა დივიზიონში ჩატარებული ბოლო სამი შეხვედრიდან ორში ქულები დაკარგა და ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს ჩამორჩა, “ატლეტიკომ” კი, რომელიც ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, თუმცა ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვის, უკანასკნელ 4 მატჩში გამარჯვება მოიპოვა. 

“ბარსელონას” განაცხადი

 სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored:

Sportsmole: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; გრიზმანი, სუარესი, მესი

Barca Blaugranes: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პუჩი; მესი, სუარესი, გრიზმანი

დანაკლისი

ბარსელონა: დემბელე, დე იონგი; რობერტო (საეჭვო)

ატლეტიკო: ვრსალკო, ერმოსო, კოკე, სავიჩი

სტატისტიკა

  • ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 28 საშინაო მატჩში “ბარსელონა” დაუმარცხებელია
  • “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 4 თამაშში კარის მშრალად შენახვა მოახერხა
  • “ბარსას” უკანასკნელ 3 საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ, 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა
  • “ატლეტიკომ” ბოლო 3 მატჩის მოგება ერთბურთიანი სხვაობით მოახერხა

მხარეები მატჩის წინ

კიკე სეტიენი: “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩი ყოვლთვის სირთულესთან ასოცირდება. მადრიდელები კარგად გამოიყურებიან. ახლა ყველა ტური ერთნაირად მნიშვნელოვანია”. (სრულად). 

კირან ტრიპიერი: “ბარსელონა” ფანტასტიკური გუნდია. კონცენტრირება ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ. თამაშს მოუთმენლად ველით და ვეცდებით, 3 ქულა ავიღოთ”.

მდგომარეობა ცხრილში

33-ე ტურის წინ “ბლაუგრანა” 69 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, ლიდერ მადრიდის “რეალს” კი 71 ქულა აქვს. “ატლეტიკო” 58 ქულით მე-3 პოზიციაზეა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 06 თებ 2022, 22:55
    #10

    ციტატა: ლევან ზაზაძე
    თამაშის დაწყების დრო ჩაასწორეთ, არასწორია


    თამაში 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

    და რა არის არასწორი?

    ციტატა: nika 54

    ციტატა: ლევან ზაზაძე
    თამაშის დაწყების დრო ჩაასწორეთ, არასწორია


    თამაში 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

    და რა არის არასწორი?


    ააა, უკვე ჩასწორებული ვნახე მე?

  • me da barca
    schedule 06 თებ 2022, 14:16
    #9

    პროგნოზი არ მომწონს. იმედია ცდებიან და სიმეონე ნერვებ მოთხრილი დატოვებს ნოუ კამპს.

  • ლევან ზაზაძე
    schedule 06 თებ 2022, 10:57
    #8

    თამაშის დაწყების დრო ჩაასწორეთ, არასწორია

  • suxaaa
    schedule 06 თებ 2022, 10:53
    #7

    ტრანსლაცია
    თამაში 00 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

    შეასწორეთ თამაში 19:15 წუთზე იწყება

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 08 მაი 2021, 16:12
    #6

    დღეს მაყურებლები ხო ესწრებიან?

  • me da barca
    schedule 08 მაი 2021, 15:37
    #5

    ციტატა: GRIEZMAN✓™
    დღეს ვიგებთ ყველა ვარიანტში თუარადა კუმანს დავემშვიდობებით. ტრაგიკომედიაა რაა


    მე ასე ვიტყოდი: დღეს უნდა მოვიგოთ, თუ არადა…

  • ჯერემი რენერი
    schedule 08 მაი 2021, 13:58
    #4

    გრანადასთან როგორ წააგეს კიდე ვერ ვიჯერებ.. ახლა ეს თამაში “ფინალის” ტოლფასი იქნებოდა..

  • nika 54
    schedule 08 მაი 2021, 13:16
    #3

    მე მგონი დღეს მსაჯზე პრობლემა არ გვექნება, თუ მართლა მსაჯი რეალის მხარეს იქნება უფრო მეტი შანსია რომ ბარსას დაეხმაროს და რეალს ატლეტიკოსთან უპირატესობა მოიპოვებინოს.

    ციტატა: BarcaFan❤💙
    სუარესი ბარსაშიც ეგრე იყო ნახევარი სროზნი დაფრინავდა მერე მძორდებოდა სხვა პრობლემა არ იყო და რაღაც ასპექტში კუმანიც მართალინიყო ნახევარ სეზონიანი ფრხბურთელი რომ გაუDვა მაგრამ შემცვლელი თუ მოძებლინი არ ყავდათ არ უნდა გაეშვათ თან დიდი ალბათობით დღეს მაქსიმალურს გააკეთებს


    და მთელი სეზონი, რო იფრინოს საერთოდ გვყავს ეგეთი?

  • Barca for life
    schedule 08 მაი 2021, 12:35
    #2

    აი თამაშის მხრივ დაჟე რეალზე მეტად ატლეტიკოს ვერ ვიტან, ისინი ბაზარი არაა საზიზღრები არიან, მოსისხლე მტრები და ა.შ. მაგრამ ფეხბურთში ჩემთვის პირველ რიგში რაც ფასობს სანახაობაა და შემდეგომ ის რაც თამაშების იქეთ ხდება, აი ატლეტიკოს ავტობუსები ვინმეს როგორ უნდა მოსწონდეს ვერ გამიგია, გინდა თავიან ფანებსაც, ანუ კი კარგია მოგება და თამაშის ბოლოს თუკი ტაბლოზე შენი გუნდი აღემატება მეორეს ასწორებს მაგრამ როგორი თამაშით?! მართალია სხვა პატარა გუნდებიც ასე თამაშობენ დღესდღეობით, მაგრამ ატლეტიკო განსაკუთრებით საძულველი იმიტომაა რომ მათ დანერგეს ეს სისტემა და დიდწილად ესპანურ ფეხბურთში სილაღისა და სანახაობის გაქრობა მათ უკავშირდებათ.
    დღეს ფრეც აწყობთ, შესაბამისად ისევ ჩაჯდებიან, თუკი კონტრაზე თამაშის საშუალება მიეცემათ, გაიქცევიან, თან ბარსამ კუმანის ხელში ვერა და ვერ ისწავლა ამ დროს მეტოქის ამოკეტვა და იქეთ სარგებლის ნახვაზე ხომ საუბარიც არაა.
    არ ვიცი რას უნდა ველოდოთ, მაგრამ ნიშადური მოვიმარაგოთ მაინც რომ არ ჩამოგვეყვინთოს ხოლმე.
    იმედია მოვიგებთ, თუმცა სანახაობა არ იქნება, დაჟე კუმანმა ის 2006 წლიანი მიღწევაც რომ გატეხოს და წააგოს არ გამიკვირდება, ტიპი იმენა სულში გვაფურთხებს ამდენი მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებით, ჩვენ კი მილიონობით შანსს ვაძლევთ, დღეს ეს მოიგოს, მერე ლა ლიგა დადოს, ამსობაში ისეთი წაგებები მოუგროვდა, რომლებიც უპატიებელია.
    მოიგებს თუ არა დღეს, ჩემი დიდი სურვილია რომ წავიდეს, არ შეიძლება ადამიანმა ყოველ ჯერზე როცა შანსი მიეცემა, იმდენივე მიღწევა დაგიმხოს და ფაქტობრივად შენს გრანდობას ხაზი გადაუსვას, როცა საპირისპიროს გასაკეთებლადაა მოსული.

  • GRIEZMAN✓™
    schedule 08 მაი 2021, 12:00
    #1

    დღეს ვიგებთ ყველა ვარიანტში თუარადა კუმანს დავემშვიდობებით. ტრაგიკომედიაა რაა