“ბარსელონამ” და 19 წლის იმედისმომცემმა მეკარემ, არნაუ ტენასმა, ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტენასი კლუბში 2023 წლამდე დარჩება. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
ახალგაზრდა კარის დარაჯი, რომელიც, ამჟამად, კატალონიელთა 19-წლამდელთა გუნდის წევრია, მომავალი სეზონიდან “ბარსელონა ბ-ში” ითამაშებს.