ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრას კატალონიელები “ბალაიდოსზე” გამართავენ. ვიგოელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, თუმცა, “ბარსას” სამი ქულის მოპოვება აუცილებლად სჭირდება.
გუნდების დანაკლისი
ბარსელონა
- ფრენკი დე იონგი, უსმან დემბელე და სერჟი რობერტო “ბარსას” ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან.
- სერხიო ბუსკეტსი წინა შეხვედრაში მიღებული მეხუთე ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია.
სელტა
- ვიგოელების სათადარიგო მეკარე, სერხიო ალვარესი და მარცხენა მცველი, დავიდ ხუნკა, ტრავმირებულნი არიან.
მნიშვნელოვანი სტატისტიკა
- “ბარსელონა” ზედიზედ 5 მატჩია კარს მშრალად ინახავს;
- კატალონიელებმა ლა ლიგაში, “სელტას” წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან გამარჯვება მხოლოდ 2 მათგანში მოიპოვეს;
- 2015 წლის აპრილიდან ვიგოელებთან გასვლით შეხვედრებში “ბარსას” არც ერთი გამარჯვება არ აქვს მოპოვებული;
- ლა ლიგის უკანასკნელ 6 გასვლით შეხვედრაში კიკე სეტიენის გუნდმა მხოლოდ ორჯერ იმარჯვა;
- სეზონის პირველ შეხვედრაში “ბარსამ” “სელტა”, ლიონელ მესის ჰეთ-თრიქითა და სერხიო ბუსკეტსის გოლით, 4-1 დაამარცხა;
შესაძლო თერთმეტეულები
“ბარსელონას” XI: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, რაკიტიჩი, ვიდალი, პუჩი, მესი, ბრეითუეიტი, ფატი.
“სელტას” XI: ბლანკო, ვასკესი, აიდუ, მურილიო, ოლასა, რაფინია, იოქუსლუ, ბელტრანი, ასპასი, სმოლოვი, სუარესი.
მწვრთნელების კომენტარები
კიკე სეტიენი: “ისინი საკმაოდ ძლიერ კოლექტივს წარმოადგენენ. შეტევაში საკმაოდ ნიჭიერი თავდამსხმელები ჰყავთ. ვიმედოვნებ, სირთულეების მიუხედავად, გამარჯვებას შევძლებთ.” სეტიენის კომენტარი სრულად.
ოსკარ გარსია: “ნათელია, რომ მათ ერთი, სხვებისაგან აშკარად გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავთ. იმედია, მათ წარმატებული დღე არ ექნებათ.”
სავარაუდო შედეგები
Sportsmole: “სელტა” 0-2 “ბარსელონა”
Sportskeeda: “სელტა” 2-3 “ბარსელონა”
90 min: “სელტა” 0-2 “ბარსელონა”
ჩემი აზრით, არტურის ნაკლი მხოლოდ ისააა რო 45 წუთის მერე კვდება
ბურთი კარგად უჭირავს.
და კაი ვთქვათ ეგრეა როგორც შენ ამბობ, 23 წლის ახალგაზრდა რატო უნდა გაცვალო მოფაფხახებულ ბებერ პიანიჩში???????
მაგაში მეც გეთანხმები მაგას ჯობდა ვაფშე გაეყიდათ სისულელეა ეგ ტრანსფერი გუნდი კიარა კატარზისს ემსგავსება უკვე
ჩემი აზრით, არტურის ნაკლი მხოლოდ ისააა რო 45 წუთის მერე კვდება
ბურთი კარგად უჭირავს.
და კაი ვთქვათ ეგრეა როგორც შენ ამბობ, 23 წლის ახალგაზრდა რატო უნდა გაცვალო მოფაფხახებულ ბებერ პიანიჩში???????
აი პროსტა რა არ მესმის იცი რა გაღუნეთ ამ არტურით ტვინი ტიპმა რაიცის აბა მითხარით და დაასაბუდეთ თან გამწვავება არ ეხერხება 90წუთს ბოლომდე ვერ თამაშობს გასაგებია რო იძახიან ბურთს იჭერსო და პასების რაოდენობაც ასე თუ ისე ზუსტიაქ მარა მაგის წინ პასი და გამწვავება დაინახეთ სადმე ან უკან აკეთებს პასებს ან გვერდზე რამის დამტკიცება რო შეძლებოდა მაგას აქამდეც დაამტკიცებდა და მერე რაკიტიჩს ვინც აკრიტიკებთ რაც რაკეტას აქვს გაკეთებული გუნდისთვის ძალიან მეეჭვება მე რო არტურმა მთელი კარიერის მანძილზე იგივე გააკეთოს
ვიდალის მაგივრად არტური და კანფეტ
ნახევარდაცვა ფაქტობრივად არ გვყავს არტური თუ არ ათამაშეს ესე იგი წასულია
კაი თამაში იქნება დაძაბული ფაქტია სელტა ადვილად არ მისცემს 3 ქულას ბარსელონას.. ისე ვიდალი რომ დადგეს საყრდენათ და რაკიტიჩი გადაწიოს მარცხენა ნახ.მცველად უკეთესი იქნება უფრო პროდუქტიული არის ხოლმე მაგ ფლანგიდან რაკიტიჩი ვიდრე დაცვაზე ორიენტირებული..
🗣 Alfredo Martinez : არტური ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია
თქვე ფარჩაკებო ამ კაცს როგორ უშვებთ და რაკიტიჩსს იტოვებთ
სელტა მე პირადად მაგრა მესიმპატიურება ეს სელტა არა მაგრამ წინა წლების. იმედია 2-3 დამთავდება