workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სელტა-ბარსელონა: კიკე სეტიენი მატჩის წინ

სელტა-ბარსელონა: კიკე სეტიენი მატჩის წინ

ხვალ, “ბარსელონა” ლა ლიგის 32-ე ტურში ვიგოს “სელტას” დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს კიკე სეტიენმა უპასუხა.

მეტოქე

“ყველა გუნდი ცდილობს თავი კარგად დაიცვას და შეუტიოს. “სელტაც” ეცდება დაცვის გაძლიერებას. უკვე სამი მატჩია მათ გოლი არ გაუშვიათ. შეტევაშიც ბევრი ნიჭიერი და განსხვავებული მოთამაშე ჰყავთ, თითოეულ მათგანს ვიცნობთ. რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ მოგებას შევძლებთ”.

არტური

“იგი, კვლავ, ჩვენთანაა და სათამაშოდ მზადაა. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც მჭირდება. იგი ვიგოში გაემგაზვრება და, შესაძლოა, ითამაშოს. უნდა ეცადო, რომ ჭორებმა შენზე ზეგავლენა არ იქონიონ და თუ ითამაშებ, ასეც იქნება.

იმ პერიოდზე ვერ ვისაუბრებ, როდესაც მას არ ვწვრთნიდი. რაც ჩემთან ერთადაა, უდიდეს ინტერესს იჩენს იმ ყველაფრის მიმართ, რის გაკეთებასაც ჩვენ ვთხოვთ. შესაძლოა, მას ცოტა სტაბილურობა აკლდა.

არ არის მარტივი შეცვალო ფეხბურთელში ისეთი რამ, რაზეც სხვა მწვრთენელები ეუბნებოდნენ, რომ კარგია. ადრე მას ბურთის დაჭერას თხოვდნენ, შემდეგ ჩვენ მოვედით და ახლა მას ორი შეხებით თამაშს ვთხოვთ. ამასთან შეგუება რთულია. მაგრამ იგი მოტივირებულია და სწორ გზაზე დგას. მომავალში უკეთესი ფეხბურთელი გახდება.

არ ვფიქრობ, რომ წავა. ის სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას მიიღებს და უკანასკნელ მატჩამდე ჩვენთან იქნება. თუ ეს მაინც მოხდა [არტურის წასვლა], ვეცდები, დავარწმუნო, რომ დადებითი მოგონებები დატოვოს.

ზოგადად, არტური არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი ფეხბურთელი, რომლის მოლოდინებიც არ გამართლდება. არ ვიცი წავა თუ არა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მისი ასაკის გამო, იგი უნდა შევინარჩუნოთ. არსებობს საპირისპირო შეხედულებაც. არ ვიცით, ტრანსფერი დასრულებულია თუ არა”.

პიანიჩი

“ჰიპოთეზებზე უკვე საკმაოდ ბევრჯერ ვისაუბრე და დამატებითი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. ტექნიკურ დირექტორთან მუდმივი კავშირი მაქვს, თუმცა მისგან ბევრ განმარტებას არ ვითხოვ. მე მატჩებზე უნდა ვიყო კონცენტრირებული. ამას მთელი ჩემი დრო მიაქვს”.

პუჩი

“ეს მისთვის ნამდვილად კარგი შანსია. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარვისას, უფრო მეტი არჩევანი ჩნდება. ყოველდღიური მუშაობის პროცესში უნდა შევაფასოთ ის, თუ რას აკეთებენ ახალგაზრდები და რა შეუძლიათ მათ გუნდს თითოეულ თამაშში შესძინონ.

ჩვენი აქ მუშაობის განმავლობაში, რიკიმ შესანიშნავი პროგრესი განიცადა. მისი საქმისადმი დამოკიდებულება ყოველთვის ბრწყინვალე იყო, თუმცა გუნდის საჭიროებებთან ადაპტაცია უნდა ვასწავლოთ, რასაც ახლა იგი თავს კარგად ართმევს. ზოგს, შედარებით, მეტი დრო სჭირდება, ზოგს – ნაკლები. მან გზას არ უნდა გადაუხვიოს. ასე შეგიძლია გახდე “ბარსაში” საუკეთესო”.

კრიტიკა არბიტრთა მიმართ

“რაც ფეხბურთს ვთამაშობ, ამ თემის განხილვა ყოველთვის იყო. არ ვიცი, ამაზე სათქმელი ბევრია თუ ცოტა, თუმცა მე განზე გადგომას ვარჩევ, მაგრამ გარკვეული შეხედულება ნამდვილად გამაჩნია”.

“რეალი”

“შვიდი მატჩია დარჩენილი და თითოეული მათგანის მოგება ძალიან რთული იქნება. მართალია, ისინი, ისევე, როგორც ჩვენ, კარგ ფორმაში არიან, თუმცა ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მჯერა, რომ სადმე შეცდომას დაუშვებენ.

საკმარისი იქნება, თუ “რეალი” ჩვენზე ერთით მეტ მატჩს წააგებს. ყველა თამაშში სამი ქულის აღება ურთულესია იმ თანაბარი დონის გათვალისწინებით, რომელიც ლა ლიგაშია. ვფიქრობ, ასე მოხდება, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცით”. 

რაფინია

“ის ძალიან კარგად თამაშობს, უმაღლეს დონეზე, ისევე, როგორც მისი გუნდი. ის, დენის სუარესისა და ასპასის მსგავსად, ძალიან ნიჭიერია. ისინი ჩემში ყოველთვის სიმპათიას იწვევდნენ და, როდესაც ასეთი ფეხბურთელები ერთად ასპარეზობენ, ეს გუნდის შედეგებზეც აისახება”.

“სელტა” და “ატლეტიკო”

“ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თამაში, შეიძლება, რთული აღმოჩნდეს. მომდევნო ორი მატჩი “სელტასთან” და “ატლეტიკოსთან” მნიშვნელოვანი იქნება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა. ბოლო ტურამდე მოცდა მოგვიწევს.

ყველა გამოთქვამს პრეტენზიას კალენდარზე, VAR-ზე… ჩვენ მხოლოდ იმაზე ვკონცენტრირდეთ, რაც საკუთარი თავის წინაშე გვმართებს. საბედნიეროდ, ჩემპიონატის დასრულების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა აუცილებელია, ყველა საფრთხის გათვალისწინება მოხდეს”.

მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე, დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • MARADONA1968
    schedule 27 ივნ 2020, 01:14

    ტყუილად ვიშლით ნერვებს ძმებო, ბარსას ძირავს, ჩეხავს და ანადგურებს ბართუ. სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნებია საჭირო! ეს შტაბი ასამარებს ჩვენ საყვარელ კლუბს, სამწუხაროდ სრული დომხალიზაციააა. ეს უნდა ვიცოდეთ

  • me da barca
    schedule 27 ივნ 2020, 01:09

    შენი მომყვანის ოჯახში ირბინა შიშველმა უმტიტიმ.

  • vereli
    schedule 26 ივნ 2020, 20:44

    ციტატა: Andres_Iniesta
    “ ღმერთო ჩემო, ახლა პრობლემას ფეხბურთელში ხედავენ “

    არტურის დედის კომენტარი სეტიენის ნათქვამზე

    მოკლედ 100% გადადის არტურო


    ევროსპორტზე დევს პირობები გარიგების და პიანიჩს 7.5 მილიონი ექნება ხელფასი ეს დედამშვენიერმეძავი ბართუშა ხელფასის წილებში ზის მგონი

  • Dat-
    schedule 26 ივნ 2020, 20:06

    ისე აქ სქრინის ჩაგდება რო შეიძლებოდეს კარგი იქნებოდა. ლივერპული ჩემპიონი ვერ გახდებაო ერთი წერდა. ახლა ოფიციალურად ჩემპიონია.

    10.11.2019 ში
    ციტატა: MALUMA
    მე ვიყო უნამუსო ლუზერპულმა თუ ეპლი მოიგოს ამ სეზონში თუ გინდათ ჩაასკრინშოტეთ ეს კომენტარი ევერტონთან ლესტერთან სიტისთან ეტიჰადზე და ჩელსისთან და ტოტენჰემთან უეჭველი დაკარგავს ქულებს (უმეტეს შემთხვევაში წააგებს და სიტი დარჩენილ ყცელა მატჩს მოიგებს)

  • Andres_Iniesta
    schedule 26 ივნ 2020, 19:53

    “ ღმერთო ჩემო, ახლა პრობლემას ფეხბურთელში ხედავენ “

    არტურის დედის კომენტარი სეტიენის ნათქვამზე

    მოკლედ 100% გადადის არტურო