workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 30 ივნისამდე სამი მოთამაშის გაყიდვას გეგმავს

“ბარსელონა” 30 ივნისამდე სამი მოთამაშის გაყიდვას გეგმავს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა თანხის გამოსამუშავებლად საათის საწინააღმდეგოდ ბრძოლას გეგმავს, რათა წლიური ანგარიში დააბალანსოს, იტყობინება Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა 30 ივნისამდე სამი მოთამაშის გაყიდვას აპირებს. საუბარია ფილიპე კოუტინიოზე, ჟან-კლერ ტოდიბოსა და რაფინია ალკანტარაზე. 

ფილიპე კოუტინიო პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან საკმაოდ ახლოს იმყოფება, თუმცა დაზუსტებით მისი მომავალი ჯერ კიდევ უცნობია. “სელტას” ხელმძღვანელობა რაფინიას გაფორმებას მიმდინარე ზაფხულშივე შეეცდება, ჟან-კლერ ტოდიბოს მიმართ ინტერესს კი სხვადასხვა კლუბები იჩენენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 25 ივნ 2020, 14:18

    და რა აზრი აქვს? აჰა "გაყიდეს" არტური. 80 მილიონიო და სად არის 80 მილიონი? ხო პენსიონერი მოყავთ 30 წლის და ნეიმარი არ უნდათ ბებერია-ო. მოკლედ დაანგრია გუნდი ამ ხელმძღვანელობამ ბოლომდე.

  • MARADONA1968
    schedule 25 ივნ 2020, 11:27

    პირველ რიგში სასწრაფოდ მოსაკვეთია კლუბიდან ბართუ და კიკე თავის "ტვინგაღუნული შტაბით" თავიანთი რეგვენული პოლიტიკით ბარსა დაღუპეს და გაანადგურეს. ახლა ზედმეტია ნებისმიერ თემაზე საუბარი. მარჩიელობას დაემსგავსა. არაფერი გვეშველება, სანამ ესენი არიან სათავეში.

  • Anssumane
    schedule 25 ივნ 2020, 11:13

    ციტატა: M10 S9 D11
    ტოდიბოს დაანებეთ თავი და კოუც დააბრუნეთ შემტევი ნახევარ მცველი არ ყავს გუნდს და კრეატივს მაინც შემოიტანს


    დემბელეს შანსიო ამბობ გრიზმანი იყოსო კოუ დააბრუნეთო არტურს ხელი არ დაადოთო და რაკიტიჩის და ფირპოს გაყიდვით ვერ გავაკეთებთ აბა იმ ტრანსფერებს რომელიც გუნდს ჭირდება ასე ჰაერივით

  • B.A.r.c.A
    schedule 25 ივნ 2020, 10:58

    კოუ თუ გაყიდეს ძაან მაგარი იქნება მაგას სათამაშო დრო ბარსაში აღარ მიეცემა სულ რო იფრინოს და რაც მალე გაყიდის თავისთვისაც კარგი და გუნდისთვისაც

  • El pistolero 9
    schedule 25 ივნ 2020, 10:31

    ვინმე შემტევი ნახ მცველი გვჭირდება.ძაან დაცვითია ნახ.დაცვა.კოუტინიოს დავაბრუნებდი მე პირადად.ათამაშონ ნახ.დაცვაში იქნება და გაეხსნას მეორე სუნთქვა

  • Pablos ar abia
    schedule 25 ივნ 2020, 01:28

    ბაზარი არაა კოუ დაიდოს

  • M10 S9 D11
    schedule 25 ივნ 2020, 01:11

    ტოდიბოს დაანებეთ თავი და კოუც დააბრუნეთ შემტევი ნახევარ მცველი არ ყავს გუნდს და კრეატივს მაინც შემოიტანს

  • me da barca
    schedule 25 ივნ 2020, 01:09

    ციტატა: Don_Andresito
    არადა მაქსიმუმ ტოდიბოს გაყიდვა მოასწროს. კოუს მსურველი არ ყავს, რაფინიას კიდე სელტა ვერ გამოისყიდის. ადექი ბართუშ და ლეო მიაყიდე. დავისვენებთ ჩვენც და განისვენე მერე შენც 😀 ვაფშე ბარსას ლოგო და სახელი გაყიდე.


    კამპ ნოუს სახელს ყიდის და მაგასაც გაყიდის რა პრობლემაა.

  • Don_Andresito
    schedule 25 ივნ 2020, 01:03

    არადა მაქსიმუმ ტოდიბოს გაყიდვა მოასწროს. კოუს მსურველი არ ყავს, რაფინიას კიდე სელტა ვერ გამოისყიდის. ადექი ბართუშ და ლეო მიაყიდე. დავისვენებთ ჩვენც და განისვენე მერე შენც 😀 ვაფშე ბარსას ლოგო და სახელი გაყიდე.