workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუან კარლოს უნსუე და “ბარსელონა”

ხუან კარლოს უნსუე და “ბარსელონა”

როგორც უკვე იცით, ხუან კარლოს უნსუეს, რომელიც “ბარსელონაში” სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა, განუკურნებელი დაავადება, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი დაუდგინდა.

უნსუე “ბარსელონაში” ფეხბურთელის რანგში (მეკარე) 1988-1990 წლებში ირიცხებოდა, როგორც ანდონი სუბისარეტას რეზერვისტი. ესპანელმა “ბლაუგრანას” რიგებში ჩემპიონატში მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა, შემდგომ კი “სევილიაში” გადავიდა, სადაც კარიერის მნიშვნელოვანი წლები ჰქონდა (1990-1997). 

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, 2003 წელს, უნსუე ფრანკ რაიკაარდის “ბარსელონაში” დაბრუნდა, ამჯერად ახალ ამპლუაში – მეკარეების მწვრთნელი. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი პეპ გვარდიოლას “ბარსელონაშიც” მუშაობდა. 

2010 წლის 17 ივნისს, უნსუე “ნუმანსიას” მთავარი მწვრთნელი ხდება, რომელიც მეორე დივიზიონში გამოდიოდა, თუმცა სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, იგი კვლავ “ბარსელონაში”, კვლავ მეკარეების მწვრთნელად ბრუნდება. 

2014 წლის ივლისში, ესპანელი სპეციალისტი “ბარსელონაში” მესამედ ბრუნდება, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თანაშემწე, “ბარსელონა” მალევე იგებს ჩემპიონთა ლიგასა და სხვა ტიტულებს.

ასევე ისტორიულ და გამორჩეულ მომენტად რჩება ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის მატჩი, სადაც კატალონიელები “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხებით (6:1) ისტორიას წერენ, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გულშემატკივარს კი ამ მატჩიდან ხუან კარლოს უნსუეს ემოციები არასოდეს დაავიწყდება! 

“ამიოტროფულმა ლატერალურმა სკლეროზმა არცკი იცის, ვისთან აქვს საქმე… ერთიანები, როგორც არასდროს. წინ, მთელი ძალებით!” – ლუის ენრიკე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ჯერემი რენერი
    schedule 21 ივნ 2020, 12:36

    ციტატა: me da barca
    ბართუშასთვის ვერ მოიცალა მაგ სკლეროზმა? იმას ემართება ვისაც არ უნდა ემართებოდეს.


    lol

  • njanka1977
    schedule 21 ივნ 2020, 02:04

    ჩემი აზრით ,,ბეზ პიტი მინუტ" ბარსას მწვრთნელი იყო, და ძალიანაც ,,დააკვდებოდა" გუნდის შემტევ სტილს, მაგრამ რაღაც არ მოეწონა გუნდის ,,ხელმძღნერელობას" და მოიყვანეს ,,უფერული" ვალვერდე და ეხლა სეზონის ჩასამთავრებლად ვიღაც სეტიენი,. ამ დროს კი, გამზადებული მწვრთნელი, რომელიც ლუის ენრიკეს, ე.ი. გვარდიოლას – შემტევ სტილს, ინტენსიური პრესინგით მთელს მოედანზე- განაგრძობდა, გუნდიდან მოისროლეს… ეს სიბოროტე და დანაშაულია გუნდის წინაშე

  • me da barca
    schedule 20 ივნ 2020, 15:05

    ბართუშასთვის ვერ მოიცალა მაგ სკლეროზმა? იმას ემართება ვისაც არ უნდა ემართებოდეს.

  • o.dembele11
    schedule 20 ივნ 2020, 14:04

    Ბართუშა და სეტიენ ააცვით ბარსადან გუნდი რო დაანგრიეთ და მოსპეთ სულ შენი დედა მივაცენზურე შე ოთხთვალა მარტო რომის და ლივერპულის გამო შენ ოჯახს შევედი მაღაზიაში და ვუყიდე ტომატი! წადი რა წადი, დაგვანებე თავი. წადი მსაჯდრიდში და იქ ყიდე იგრები ლაპორტა დაბრუნდი და გვარდი თორე დანძრეულიგვაქ ან კლლოპი ან ვინმე ავტორიტეტი ტრეინერი თორე ამათ ახლა მოთამაშე დინამოც მოუგებს როსადმე შეხვდნენ არშეხვდება, მაგრამ მაგალითისთვის ვთქვი