დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, 30-ე ტურის მატჩში, “ბარსელონა”, “სევილიას” “სანჩეს პისხუანზე” დაუპირისპირდება.
“ბარსა” 64 ქულით, პირველ ადგილზეა, მის მდევარ, მადრიდის “რეალს” კი 62 ქულა აქვს, “რეალმა” “ვალენსია” დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონატის ლიდერს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
მესამე ადგილზეა “სევილია”, 51 ქულით, ლიდერებთან დაცილება სოლიდურია, მაგრამ “სევილია” ძალიან კარგ სეზონს ატარებს და მათი დამარცხება რთული იქნება.
დანაკლისი
“ბარსას” პირველ რიგში არ ეყოლება უსმან დემბელე, ეს ამბავი უკვე დიდი ხანია ვიცით და ყველა ელის იმ დღეს, როდის დაბრუნდება ფრანგი განაცხადში, თუმცა მის დაბრუნებას, აგვისტოში, ჩემპიონთა ლიგის განახლებისას ელიან.
“ლეგანესთან” შეხვედრაში გავიგეთ, რომ “სევილიასთან” ვერ ითამაშებს სამუელ უმტიტი, რადგან ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და თამაშის გამოტოვება მოუწევს.
იმავე მატჩში, მცირე დაზიანება მიიღო ჟერარ პიკემ, მაგრამ პრესკონფერენციაზე სეტიენს არაფერი უთქვამს და არც კლუბს გაუვრცელებია ინფორმაცია ტრავმის შესახებ, ამიტომ, დიდი ალბათობით, პიკე ძირითად შემადგენლობაში იქნება.
განაცხადის გამოქვეყნებისთანავე გავიგეთ, რომ არ იქნებიან სერჟი რობერტო და ფრენკი დე იონგი. სერჟის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, თუმცა, ნელსონ სემედუს სახით კარგი შემცვლელი ჰყავს.
აი, დე იონგის შეცვლა გაჭირდება, დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ სამწვრთნელო გუნდმა მისი დასვენება გადაწყვიტა, როგორც სეტიენმა თქვა პრესკონფერენციაზე, ამ დროს გარისკვა არ ღირს.
დე იონგის პოტენციურ შემცვლელად, რაკიტიჩსა და არტურს განიხილავენ. ბრაზილიელი არ არის სასურველ ფორმაში და მისი თამაშით სეტიენი უკმაყოფილო დარჩა.
რაც შეეხება “სევილიას”, მას დანაკლისი არ აქვს.
სტატისტიკა
“სევილია” ლიონელ მესის საყვარელი მეტოქეა, არ აქვს მნიშვნელობა გუნდები “კამპ ნოუზე” თამაშობენ, თუ “სანჩეს პისხუანზე”, ლეო ყოველთვის იტანს. არგენტინელს “სევილიასთან” ჩატარებულ 38 შეხვედრაში, 37 გოლი აქვს გატანილი და 16 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
ბოლო შეხვედრაში, რომელიც “კამპ ნოუზე” ჩატარდა, “ბარსამ” მარტივად იმარჯვა, ანგარიშით 4-0, აღსანიშნავია დემბელეს გოლი, ასევე ლამაზი გოლი შეაგდო ლუის სუარესმაც, რომელიც დღეს აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ არავინ იცის რამდენ წუთს დაჰყოფს მოედანზე.
“სევილიამ” “ბარსა” ბოლოს 2019 წლის იანვარში დაამარცხა, ანგარიშით 2-0.
“ბარსა”-“სევილიას” ბოლო 7 შეხვედრიდან, 6-ში “ბარსელონამ” იმარჯვა.
“ბარსამ” “სევილიას”, ბოლო სამ შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა და 3 მიიღო საკუთარ კარში.
სავარაუდო შემადგენლობა
სხვადასხვა გამოცემები, სხვადასხვა შემადგენლობას ასახელებენ, ამ მხრივ საქმე, დე იონგის ტრავმამ გაართულა, ასევე აზრთა სხვადასხვაობაა შეტევის ხაზში.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – ნელსონ სემედუ, ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე, ჟორდი ალბა – სერხიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი – ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი, მარტინ ბრეითუეიტი.
არიან გამოცემები, რომლებიც რაკიტიჩის ნაცვლად, არტურს მოიაზრებენ ძირითადში, ხოლო ბრეითუეიტის ნაცვლად, ლუის სუარესს.
სევილია (4-3-3): ვაცლიკი – ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო – ჟორდანი, გუდელი, ბანეგა – ოკამპოსი, დე იონგი, ელ ჰადადი.
სეტიენის მატჩისწინა კომენტარი
“აუცილებელია, რომ სრული კონცენტრაციით ვითამაშოთ, როგორც შეტევის, ისე დაცვის დროს. ძალიან მინდა თამაშის მოგება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემპიონობას მივუახლოვდებით, ამ მოედანზე გამარჯვება, ფსიქოლოგიურად გაგვაძლიერებს და გუნდს თავდაჯერებულობას შემატებს.” – სრული კომენტარი.
სავარაუდო ანგარიში
Sport Mole-ის ვერსია 1-1
Hard Tackle 1-1
FootbalPrediction 2-1
SportsKeeda 1-2
ტრანსლაციას Silk Sport HD 1 შემოგთავაზებთ.
უეჭველი მოსაგები შეხვედრაა ახლა ფეხის დაცდენა ჩემპიონობის დაკარგვას ნიშნავს
იმედია მოვიგებთ! და ეს ინფო თუ სიმართლეა გილოცავთ My Webpage