ლეო მესიმ “მალიორკასთან” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-20 გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში მიაღწია.
ლეოსთან ყველაზე ახლოს კრიშტიანუ რონალდუა, მან შიდა ჩემპიონატში 20 გოლის გატანა 11-ჯერ მოახერხა.
პორტუგალიელის გარდა, მოქმედი ფეხბურთელებიდან გამოსარჩევი შედეგი რობერტ ლევანდოვსკის (8-ჯერ), სერხიო აგუეროსა (7-ჯერ) და ლუის სუარესს (6-ჯერ) აქვთ.
რონალდუმ 20-გოლიანი ნიშნულის დაფიქსირება 2009/10 წლების სეზონიდან დაიწყო. უკანასკნელი სეზონი კი, სადაც მესიმ ამდენივე გოლის გატანა ვერ მოახერხა 2007/08 წლის ლა ლიგის გათამაშება იყო. ამ დროს ლეომ მხოლოდ 10-ჯერ დალაშქრა მეტოქე გუნდების კარი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო მას 8 თამაშის გამოტოვება მოუწია.




საუკეთესოა მესი არავინ არ უნდა შეადარო
აგუერო სუარესზე წინ ყოფილა, გამოასწორე სუა ეს მინუსი😂😂