workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნი“ კოუტინიოს ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე შეინარჩუნებს

“ბაიერნი“ კოუტინიოს ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე შეინარჩუნებს

Sky Germany-ს ინფორმაციით, “ბაიერნი” და ფილიპე კოუტინიოს აგენტი, კია ჯორაბჩიანი, ნახევარმცველის იჯარის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ შეხვედრებში “რეკორდამისტერის” მაისურით მონაწილეობის უფლება ექნება. ტურნირის დასრულების შემდეგ კი ის “ბარსელონაში” დაბრუნდება.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, არც ერთ კლუბს არ დაუდასტურებია.

თავდაპირველად, კოუტინიოს მიუნხენურ გუნდთან კონტრაქტს ვადა 30 ივნისს გასდიოდა, თუმცა რადგანაც ფილიპე გერმანელებთან კიდევ 2 თვით რჩება, მას გერმანიის თასის ფინალშიც შეეძლება მონაწილეობა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ის ადრეულ აგვისტოს განახლდება. “ბაიერნს” “ბარსელონას” მსგავსად, მეორე მერვედფინალური შეხვედრა ჯერ კიდევ გასამართი აქვს. განმეორებითი დაპირისპირებები 7-8 აგვისტოს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2020, 18:16

    ციტატა: OLEGUER23
    სოსიედადი როგორ არის ლა ლიგის ოთხეულში უკან პასის მეტი არაფერი არ იციან 😂😂😂 რეალი არის ბარსას გარდა ყველა ერთი ნაგავია


    სოსიედასმა გუშინ წააგო ალავესთან. და მე-6 ადგლზეა.

  • Iniesta_8
    schedule 18 ივნ 2020, 22:53

    თუ ბარსაში ვერ ითამაშებს დარჩეს სეზონის ბოლომდე

  • Feel My Style
    schedule 18 ივნ 2020, 22:08

    დაებრუნებინათ ამ სირებს, ეგეც არ შეუძლიათ..ივარჯიშებდა გუდთან ერთად და შეეწყობოდა უფრო ახალ სქემას