მარტინ ბრეითუეტი პირველად ითამაშებს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც “კამპ ნოუზე” გადმობარგდა.
“ბარსამ” დანიელი თებერვალში გაიფორმა, რაც დემბელესა და სუარესის ტრავმებით იყო გამოწვეული. ბრეითუეიტმა თავიდანვე კარგად დაიწყო და ბოლო შეხვედრაშიც ეტყობოდა, რომ პროგრესს აგრძელებს, – წერს Marca.
“ლეგანესის” ხელმძღვანელები დღემდე ვერ ინელებენ, რომ ბრეითუეიტმა კლუბი, შუა სეზონში დატოვა.
“მათ ძალიან გაგვაღიზიანეს, თუმცა, ეს უკვე ჩავლილი ამბავია.” – ამბობს ხავიერ აგირე, “ლეგანესის” მთავარი მწვრთნელი.
“მარტინის ტრანსფერის დროს უჩვეულო სიტუაცია იყო შექმნილი, რომლისთვისაც მზად არ ვყოფილვართ. მათ ზიანი მოგვაყენეს, არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის მზად ვიყავით თუ არა, ამის გამოსწორება, უკვე ძალიან რთულია. – ამბობს “ლეგანესის” პრეზიდენტი, ვიქტორია პავონი.
“ამ რეგულაციების ვერაფერი გავიგეთ, ფაქტია, რომ შექმნილმა სიტუაციამ სერიოზულად გვავნო, ამის წინააღმდეგ ხმა უნდა ავიმაღლოთ!” – თქვა “ლეგანესის” გენერალურმა დირექტორმა, მარტინ ორტეგამ.
კომენტარი გააკეთა თავად ბრეითუეიტმაც, რომელიც მის ტრანსფერში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს.
“მე კარგად ვიცნობ მათ და ვიცი როგორ თამაშობენ, იმედი მაქვს, რომ თამაში მომიწევს, მირჩევნია ტიტულისთვის ვიბრძოდე, ვიდრე ჩემპიონატში დარჩენისთვის, ჩემს ხასიათს ეს უფრო შეეფერება.” – თქვა დანიელმა ფორვარდმა.
მიდი მარტინ უნდა სთხარო ლეგანესს