შაბათს, კიკე სეტიენის გუნდი ბრუნდება სტადიონზე, სადაც “ბლაუგრანელებს” საკმაოდ კარგი მოგონებები აკავშირებთ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ამ არენაზე თითქმის 8 წელია არ უთამაშია.
“ბარსელონას” 7 მარტის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებს, აღნიშნულ დღეს კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” დაამარცხეს (1-0).
რაც შეეხება “მალიორკას”, კიკე სეტიენის შეგირდები “სონ მოისის” სტადიონზე 2012 წლის 11 ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშებენ. მაშინ, ჩავი ერნანდესის, კრისტიან ტელიოსა და ლიონელ მესის (დუბლი) გოლების წყალობით “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” გაიმარჯვეს (4-2).
ლიონელ მესი – კაპიტანს “სონ მოისის” სტადიონთან საკმაოდ ძვირფასი მოგონებები აკავშირებს, 2006 წლის 29 იანვარს, მესიმ “მალიორკას” 17 წუთის ინტერვალში ორი გოლი გაუტანა (3-0) ეს კი “ბარსელონას” მაისურით მისი პირველი გოლები გახლდათ სტუმრად.




ხვალაც ამოვტენით