“ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ექს-მოთამაშემ, სტივ მაკმანამანმა ლა ლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ, “ბარსელონა” მადრიდელებს 2 ქულით ასწრებს.
“ვფიქრობ, ტიტულისთვის ბრძოლა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის ბოლო ტურამდე გაგრძელდება, თუმცა უპირატესობა მადრიდელებს ექნებათ, მათ გაცილებით უფრო ადვილი კალენდარი აქვთ. “ბარსელონას” წინ “სევილიასთან” და “ატლეტიკოსთან” მატჩები ელის.
“რეალს” საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამიც გააჩნია, რაც ტრავმიანობის შემთხვევაში გუნდს აუცილებლად დაეხმარება. ამხელა პაუზის შემდეგ ხშირი ტრავმიანობა არ გამოირიცხება.
თუმცა არავის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატალონიელებს ლიონელ მესი ჰყავთ, რომელსაც მატჩების მსვლელობის გადაწყვეტა პირადად შეუძლია. მის სათამაშო ფორმაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.” – განაცხადა, მაკმანამანმა.




არც ლივერპული მეხატება გულზე და რეალი გაგონებაზე ხომ გულის რევის შეგრძნება მეწყება. ასე რომ იქედან გამოექანე სტიიივ. ⛷️
ყველას თავისი აზრი აქვს და პატივი ეცით. აქ ვინც ბარსაზე რამე ცუდს დაწერს დედის გინებას იწყებენ ეგრევე. დროა გაიზარდოთ 😉
ვან გაალის გრიმით რატო დაიარება?😂😂😂😂 ამისნაირი ბოღმიანების ჯინაზე მაინც მოვიგებთ ლალიგას.
მადრიდის ექს-მოთამაშე რას იტყოდა აბა სხვას ჩქარ-ჩქარა გაიმეოროს
იმედია ბარსა ბოლომდე შეინარჩუნებს უპირატესობას… ვოცნებობ რომ ორივე ტიტული დადონ ..