ვისენტე მორენო: “ბარსა“ ფავორიტია, მაგრამ იმედს მაინც ვინარჩუნებთ

ვისენტე მორენო: “ბარსა“ ფავორიტია, მაგრამ იმედს მაინც ვინარჩუნებთ

“მალიორკას” მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე მორენომ, აღიარა, რომ მომავალ დაპირისპირებაში “ბარსელონა” ფავორიტია, მაგრამ თავის გუნდს წარმატების მიღწევის შანსები მაინც აქვს.

Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში მან განაცხადა:

“ბარსელონა” ყველა შემთხვევაში ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ, ისევე როგორც, ეს მადრიდის “რეალთან” მოვახერხეთ.”

“როგორც ვიცი, სეტიენმა მესის მატჩში მონაწილეობის შესახებ უკვე ისაუბრა. “ბარსასთან” თამაშის დროს ჩვენი პუბლიკის არყოფნა საკმაოდ დიდი სხვაობაა. გულშემატკივარი ყოველთვის ძალიან გვეხმარება.”

“ჩვენ “ბარსაზე” მონდომებულად ვითამაშებთ. მათ იმდენი თასი აქვთ მოპოვებული, რომ წლევანდელ ჩემპიონატში დამარცხების შემთხვევაში, არაფერი დაემართებათ.”

13 ივნისს “სონ მოისი” ეს უაღრესად საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. “ბლაუგრანა” ეცდება თავისი დაბრუნება ხმაურიანი გამარჯვებით აღნიშნოს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • me da barca
    12 ივნ 2020, 12:44

    ვიცით ჰაერივით გჭირდებათ ქულები, მაგრამ ბარსასაც ჭირდება. ამიტომ ნებით თუ არა ძალით უნდა აგახიოთ.

  • Don_Andresito
    12 ივნ 2020, 11:57

    ციტატა: kingarturo
    ჰალას მარგალიტებს მინდა მივმართო. სამი ლიგა მოიგეთ, საუკეთესო გუნდი ხართ ყველაზე და თქვე კაი ხალხო ამდენი ბოღმა და ღვარძლკ საიდან კაცო? დდდ ისტორია დაწერეთ, 13 ლიგა გაქვთ ეგ ყველამ იცის და მაინც ამ ბარსელონას რატო კბენთ მუდმივად? დდდ


    კომპლექსია ეგეც, მერე მესის ბარსაში ყოფნა ყველა მადრიდისტას (ვისაც შენ გულისხმობ იმათ კონკრეტულად) ტკენს, იმის გახსენება უწევთ რო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ბარსაშია. თორე მიღწევები კი ბატონო აქვთ ოხრად ღმერთმა შეარგოთ.

  • Anssumane
    12 ივნ 2020, 11:51

    ციტატა: kingarturo
    ჰალას მარგალიტებს მინდა მივმართო. სამი ლიგა მოიგეთ, საუკეთესო გუნდი ხართ ყველაზე და თქვე კაი ხალხო ამდენი ბოღმა და ღვარძლკ საიდან კაცო? დდდ ისტორია დაწერეთ, 13 ლიგა გაქვთ ეგ ყველამ იცის და მაინც ამ ბარსელონას რატო კბენთ მუდმივად? დდდ


    მაგის მეტი დარდი არ მოგვცეს უფალმა ძმაო მაგათ სხვა რაიციან აბა კბენის მეტი ? ჰოდა გვკბინონ რა არაა პრობლემა ბრატ

  • Anssumane
    12 ივნ 2020, 10:45

    ეს ინფო აქ რატო არ დაწერილა თუ იყო და გამომეპარა ?

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, უსმან დემბელე ზაფხულში ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება.

    ფრანგი ვარსკვალვის სანაცვლოდ "ბებერმა სინიორამ" "ბარსელონასთვის" 55 მილიონი ევრო მოამზადა.

    იმის გათვალისწინებით, რომ "ბლაუგრანას" გარემარბს "იუვენტუსის" გარდა სხვა მსურველი არ ჰყავს, ტრანსფერი ძალიან რეალურია.

    მიბარსას ედო სტატია და რავიhttps://<<არასანქცირებული რეკლამა>>/news/5054-tankha-mzadaa-dembele-iuventuss-uakhlovdeba?fbclid=IwAR3oLLk3BgLYmFe6wt0jiblDHAiWKM-76hcioU-eCQFUzMqqM10sbtAIcJg

  • M10 S9 D11
    12 ივნ 2020, 09:14

    არ აგცდებათ ამოტენვა