როგორც ჩანს, “ბარსელონას” შეუძლია აკადემიის აღზრდილი პერსპექტიული ნახევარმცველის, კარლეს ალენიას იმედი სამომავლოდაც ჰქონდეს, იტყობინება Sport.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ესპანელმა პრემიერ ლიგიდან მიღებული წინადადება დაბლოკა, სადაც გადასვლა ამ ზაფხულშივე შეეძლო. როგორც ცნობილია, ყველასთვის ნაცნობი აგენტი – ჟორჟე მენდეში ნახევარმცველისთვის პრემიერ ლიგის ტოპ-კლუბიდან საკმაოდ სარფიან წინადადებას ამზადებდა, რაც ალენიას ანაზღაურების მნიშვნელოვნად გაზრდასაც ითვალისწინებდა.
კატალონიელებმა ალენიას აგენტს, ივან დე ლა პენიას უკვე დაუდასტურეს, რომ ნახევარმცველი “კამპ ნოუს” დატოვებით დაინტერესებული არ გახლავთ და მას გუნდთან ერთად დიდი წარმატების მიღწევა სურს.
ამჟამად ალენია იჯარის წესებით “ბეტისის” რიგებში ასპარეზობს, რომელსაც იანვარში შეუერთდა. ფეხბურთელის მიზანი მომდევნო სეზონისთვის კატალონიაში დაბრუნებაა.




და პერესი რა იქნა, გაყიდეს თუ გაანათხოვრეს?
ძალიან კარგი ზე ტალენტი ბრუნდება ბარსაში