“ბარსელონას” ექს-მოთამაშემ, ლეგენდარულმა ხრისტო სტოიჩკოვმა, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“მესი – გენიოსია. ის უკვე ლეგენდაა, მისი ვინმესთან შედარება კი საკმაოდ რთულია. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელმაც იმდენი მოიგო, რამდენიც ლეომ. ექვსი “ოქროს ბურთი”, ხუთი “ოქროს ბუცი”, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. არგენტინელებს თითზე ჩამოსათვლელად ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს, მხოლოდ მარიო კემპესი 1978 წელს, დიეგო მარადონა 1986 წელს და მესი 2014 წელს.
არგენტინელები მესის მუდამ სხვა მოთამაშეებს ადარებენ, თუმცა სხვადასხვა ეპოქების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.” – სტოიჩკოვის სიტყვებს Sport ციტირებს.
შენ კი საუკეთესო კულე ხარ❤❤
*6 ოქროს ბუცი
შენც კაი ლეგენდა ხარ ერთი :დ
შეუდარებელია მესი
ძალიან მაგარი იყო,ბარსას ლეგენდა
ეჰ რატო არ ხარ პროფესიონალი მწვრთნელი და რატო არ წვრთნი ბარსას