workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიზმანი: პაუზა ძალიან დამეხმარა

გრიზმანი: პაუზა ძალიან დამეხმარა

“ბარსელონას” ფრანგი შემტევი, ანტუან გრიზმანი, ლა ლიგის სეზონის განახლებას მოუთმენლად ელოდება.

“დიახ, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამას. ჩვენი ბოლო ოფიციალური შეხვედრიდან ძალიან დიდი დრო გავიდა. ვფიქრობ, პირველი მატჩისთვის საკმაოდ კარგად ვართ მომზადებული, აუცილებელია, წარმატებით დავიწყოთ, რადგან 11 ფინალი გველის.

დასვენება პირადი თვალსაზრისით ძალიან დამეხმარა. მე დავისვენე და ასეთი დასვენება ალბათ 5 წელია არ მქონია, ასე რომ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამან სარგებელიც მოიტანა. მთელი ეს დრო ოჯახთან და ბავშვებთან გავატარე, ახლა კი დასაბრუნებლად მზად ვარ.

მინდა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყო, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, მსურს ფეხბურთით დავტკბე და თანაგუნდელებს გამარჯვებაში დავეხმარო.” – გრიზმანის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ციტირებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 11 ივნ 2020, 00:12

    თუ 1/4 ფინალიდან ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩიანი შეხვერდები ჩატარდა 4 მოგება და ლიგა ჩვენია, ხოლო ლა ლიგაზე თუ რეალმა არ დაკარგა ქულები 11 მოგება.

  • katalomia
    schedule 10 ივნ 2020, 19:08

    ციტატა: Guro
    მიდი გრიზმოო.ისე წელს მაგარი შანსი გვაქვს ლიგის დადების.ერთმატჩიანი დუელები იქნებაო და პირველ მატჩს ყველას ვიგებდით ისედაც

    Is pirveli matchi kamp nous faqtoria odidan da exla esec ro ar iqneba egaa sakitxavi vin uket iswavlis da gaqachavs mayureblus gareshe tamashs?! Is iqneba chempionic.

  • El pistolero 9
    schedule 10 ივნ 2020, 18:54

    მიდი გრიზმოო.ისე წელს მაგარი შანსი გვაქვს ლიგის დადების.ერთმატჩიანი დუელები იქნებაო და პირველ მატჩს ყველას ვიგებდით ისედაც

  • M10 S9 D11
    schedule 10 ივნ 2020, 16:50

    მიდი გრიზმო უნდა მოიხოდო რაა ლიგაზე ხოდზე უნდა იყოთ ტრიო