მილანის “ინტერმა” არტურო ვიდალის შეძენა გადაიფიქრა, გადაწყვეტილების საფუძველს ფეხბურთელის ასაკი წარმოადგენს, იტყობინება Sport.
გამოცემა წერს, რომ “ნერაძურის” სპორტულ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას, არ მოსწონს 33 წლის ფეხბურთელის შეძენის იდეა. აგრეთვე, მისი აზრით, გუნდს არც ვიდალის ტიპის ნახევარმცველი სჭირდება. მის ალტერნატივად კი რაჯა ნაინგოლანი განიხილება, რომელიც დღეს “კალიარის” ღირსებას იცავს.
ვიდალს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება.
ძალიან კარგი
ნაინგოლანს მიაწექით და გაგიხარებთ გულს.