Tot Gira-სთან ინტერვიუს დროს, “ბარსელონას“ ლეგენდამ და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ამსტერდამის “აიაქსის“ ახალგაზრდა მცველის, სერჟინიო დესტის, შესახებ ისაუბრა.
ამერიკელ ფეხბურთელს “ბარსელონა“ საკმაო ხანია აკვირდება.
“სერჟინიო დესტი სწორედ “ბარსას“ სტილის განაპირა მცველია. ის სწრაფია და ბურთთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს. მას ნებისმიერ გუნდში დიდი მომავალი ექნება.“
გავრცელებული ჭორების თანახმად, სერჟინიო ამ ზაფხულში გუნდის შეცვლას აპირებს და კარიერის გასაგრძელებლად “ბლაუგრანა“ ყველაზე მეტად მოსალოდნელი კლუბია. მისი შეძენა 20 მილიონ ევროდ შესაძლებელი უნდა იყოს.
დესტმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 6 ასისტია. ის “აიაქსის“ პირველი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად მარჯვენა მცველად თამაშობს, შეუძლია მარცხენა მცველის პოზიციაზეც ითამაშოს.




ყველაზე პერსპექტიული ეს იქნება მაგ პოზიციაზე თუ მოიყვანენ და სემედო თუ არ გაუშვეს მაგარი კონკურენცია ექნებათ მოინდომებენ ორივე
ეს რაღაც ნამეტანი ერევა ბარსას ამბებში მგომი ევროპის მერე მოვა
მარა კორონა რო არა ალბათ ამ ზაფხულშივე მოვიდოდა
ეხა 21 ის ზაფხულამდე აღარ მოვა
Semedus wasvla.arminda.. magram es bichi kai bavshvia
სემედუ? ისე უშვებენ რო არც აძლევენ შანსს?
სემედოსი რა მოგაცსენო, რობერტოს უფრო. უნდა შევეგუოთ ნორმალური მწვრნელის მოსვლამდე ნ1 არჩევანი იქნება ეგ იატაკის ტილო. დესტი თუ მოვიდა მოვა სემედოს ნაცვლად. ისე ბარსას ფანია, ვიყიდიდი და დავტოვებდი კიდე 1 წლით აიაქსში, არის მაგ. ბიჭში რაღაც ალვეშისებური. ისე ემერსონიც მომწონს ბეტისიდან. იქნებ გვეშველოს მაგ პოზიციაზე
მოვიდეს ეს და აღარ დავინახავ იმედია სემედუს
"ამერიკელ ფეხბურთელს “ბარსელონა“ საკმაო ხანია აკვირდება."
და რადარებზე არ არ გამოჩენილა ჯერ?
აუ როგორ მინდა ეს ბიჭი მოიყვანონ ნორმალური კონკურენტი ეყოლება სემედუს
მარჯვენაა მარა მარცხენაცაა ანუ 80 დოლარს უხდიან და.. ცაა და… ელიც😂😂