ზუსტად 7 წლის წინ 21 წლის ბრაზილიელი “კამპ ნოუზე” 57000 გულშემატკივრის წინაშე წარსდგა. “სანტოსელ” ვუნდერკინდს ბრზილიაში ნაჩვენები უმაღლესი დონის შემდეგ მთელი “ბარსელონა” ელოდებოდა. ალბათ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ეს ტრანსფერი ვერ გაამართლებდა. ნეიმარის სათამაშო არსენალში უსწრაფესი დრიბლინგი და ულამაზესი ფინტები შედიოდა, რაც სწორედაც რომ ყველაზე მეტად უყვარს “კამპ ნოუს” პუბლიკას, ხალხს, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთელის, რონალდინიოს, ხილვის ბედნიერება ჰქონდა.

დასაწყისი
ევროპაში ახლადგადმოსული მოთამაშისათვის ადაპტაცია, თანაც ამ დონის კლუბში თამაში, რა თქმა უნდა, უდიდესი წნეხია. ხშირად ნეიმარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვარჯიშზე გასვლაც ერთულებოდა, თუმცა მასთან მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მივიდა და დახმარება შესთავაზა. იყო მენტორი, პარტნიორი ვარჯიშებსა თუ თამაშებზე, ლიონელ მესი მისი ნამდვილი მეგობარი გახდა. “ბარსელონას” კაპიტნისათვის ნეიმარი სწორედ კლუბის მომავალ ლეგენდად და მისი მემკვიდრეობის ღისეულ გამგრძელებლად ითვლებოდა.
პირველი სეზონი ბრაზილიელისთვის ნორმალურად წარიმართა. სეზონის პირველ “კლასიკოში” გატანილი გოლი ალბათ კარიერის იდეალურ დასაწყისადაც შეიძლება მოინათლოს. თუმცა, იმავე სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდნამ, ლა ლიგის ბოლო ტურში გოლის მცდარად გაუქმების გამო დაკარგულმა ტიტულმა და კოპა დელ რეის ფინალში უელსელი დრაკონის არანორმალურმა ქმედებამ ყოველივე უფრო მეტად გააუფერულა.
ბრაზილიელმა ბიჭმა პირველ სეზონში 41 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 15-15 გოლი და ასისტი მიითვალა.
აღზევება
ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ტრიოს ფორმირება სწორედ “ნეის” მეორე სეზონიდან იწყება. მესი, სუარესი, ნეიმარი, MSN. 450 მატჩი, 364 გოლი, 173 ასისტი, 9 მოგებული ტიტული, მეორედ მოგებული ტრებლი. ეს ჩამონათვალი წესით საკმარისია იმ დომინაციის აღსაწერად, რასაც ეს სამი ფეხბურთელი ერთად ახერხებდა. ნეიმარი “ოქროს ბურთის” სამეულშიც კი მოხვდა და ნელ-ნელა მწვერვალამდე მისაღწევად უფრო და უფრო ნაკლები რჩებოდა.
დასასრული
აღზევებიდან დასარულამდე ასე მოკლე პერიოდი ალბათ არ უნდა იყოს, თუმცა, მესის ჩრდილში ყოფნა, კლუბის მიმართ უკმაყოფილება, არასტაბილური ხასიათი, მამის გავლენა, კიდევ სხვა ბევრი მიზეზი შეიძლება ჩაითვალოს ნეიმარის კლუბიდან წასვლის განმაპირობებელ ფაქტორად. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ პარიზულ გუნდში ბრაზილიელმა საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილის გამომჟღავნება მოახერხა და ის ტალანტი, რის ხარჯზეც შეეძლო საუკეთესო გამხდარიყო, ფუჭად გაფლანგა. იქაური ტიტულების ჩამოთვლა პსჟ-სთვის დიდი ვერაფერი შვებაა, მაშინ, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება და მაინც ძალზე ნაადრევ ეტაპზე ასრულებს ასპარეზობას. ქრონიკული ტრავმიანობის გამო ნეიმარმა მხოლოდ წელსღა მოახერხა ორივე საპლეიოფო შეხვედრის ჩატარება. 15 მიღებული ტრავმა და ლაზარეთში გატარებული თითქმის სრული წელიწადი საკმარისი ფაქტია, რომ მისი კარიერული რეგრესის დასადასტურებლად გამოვიყენოთ.
უძღები შვილის დაბრუნება?
“ბარსელონას” დატოვებიდან ყოველ მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარის დაბრუნების შესახებ სხვადასხვა ჭორი ვრცელდება, თითქოს ფეხბურთელიც ყოველმხრივ მზადაა. თუმცა, საბოლოოდ ჯერ ისევ არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ იგი უკვე 28 წლისაა. ეს კი უკვე ის ასაკია, როდესაც ფეხბურთელს კარიერული პიკი გამოვლილი აქვს და ნელ-ნელა რეგრესს იწყებს, განსაკუთრებით კი ბრაზილიელი მოთამაშებისათვის. არასტაბილურობა ხომ მათი უპირველესი სენია.
ნეიმარს მესისა და სუარესთან კვლავაც კარგი ურთიერთობა აქვს და როგორც თავად ამბობს, მიმოწერას ისევ აგრძელებენ. თუმცა, ახლა გუნდში დაბრუნება მოთამაშის სურვილზე მეტად სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. პსჟ ნეიმარს მხოლოდ 175 მილიონად შეელევა და არც ერთი ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვაზე არაა თანახმა. ეს კი ისეთი რიცხვია, რომელიც პანდემიაგოვლილი, ფინანსურად დაზარალებული გუნდის მხრიდან წარმოუდგენელია დაიხარჯოს.
დიდი ალბათობით, ბრაზილიელი ისევ პარიზულ გუნდში დარჩება და კატალონიური შეწყვეტილი ოცნების ბოლომდე გაგრძელებაც კიდევ 1 წლით გადაიდება, თუმცა, მისით ყველაზე განაწყენებული, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი გულშემტკივრების, “ბარსელონას” ფანების გონებაში ისევ დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩება ის წლები, როცა “ბლაუგრანას” შემტევი ტრიოს თამაში ნამდვილ საფეხბურთო ზეიმად იქცეოდა ხოლმე.




მესი, სუარესი, ნეიმარი, MSN. 450 მატჩი, 364 გოლი, 173 ასისტი, 9 მოგებული ტიტული, ჯამში!!!
კი მეგობარო მესმის და მივხვდი კიდევაც როცა ვწერდი რომ დააჯამეს სამივეს მატჩების რაოდენობა, გასაკვირია უბრალოდ შეკრება ასე მატჩების სტატისტიკას არავინ არ აჯამებს.
მესი, სუარესი, ნეიმარი, MSN. 450 მატჩი, 364 გოლი, 173 ასისტი, 9 მოგებული ტიტული, ჯამში!!!
რაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა იყოს ახლობელი ადამიანების გარდაცვაკებას ეგუება ადამიანი და ამის ბარსადან წქსვლაც გადავიტანეთ ასერომ ნუ შეა.ლაგა ამან დაეტიოს სადაც არი ფული აკეთოს
სამივეს ერთად ეგ, საშუალოდ თითომ 150 თამაში ჩაატარა
ნეიმარი რომ დარჩენილიყო 1 ოქროს ბურთს მაინც მოიგებდა, ან სამეულში სტაბილურად შევიდოდა. ახლა ათეულში ვერ ხვდება. ნეიმარი უკვე წარსულია, ჯობია მომავალზე ვიფიქროთ
სამ სეზონში 450 მატჩის თამაში როგორ მოასრეს ღადაობთ.
რა ქენი გუდუნა ეს
ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა ამის ტრანსფერით,უდიდესი იმედი მქონდა და სასწაულად ათამაშდა, ნეტა არ წათრეულიყო ბარსადან😭😭,მაგრამ ამის დაბრუნება უკვე აღარ შეიძლება.
ეეჰ
მამააამისი უნდა მოაშოროს უნდა აუკრძალოს მის კარიერააში რომ ჩაერიოს
მამამისმა მოუსპოოო ყველაფერი
7 წელი გავიდა უკვე ბიჭოო
დებილი რა მამიკოს ჯკუაზე და მაყუთზე დადის ამხელა კაცი