“ბარსელონას” სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, ბილბაოს “ატლეტიკის” სპეციალური წოდების, “ერთი კლუბის კაცის” სახელწოდებით არსებული ჯილდოს, მიღების კანდიდატია.
ბასკები ასე სწორედ იმ ფეხბურთელებს აჯილდოებენ, რომლებმაც მთელი საფეხბურთო კარიერა ერთი გუნდის მაისურით გაატარეს.
მესიმ “ბარსას” შემადგენლობაში 718 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის აქტივში 627 გოლთან ერთად 261 ასისტია.
არგენტინელი კარიერის “ბლაუგრანაში” დასრულების შემთხვევაში ამ ჯილდოსაც მოიპოვებს.
“ბარსას” ლეგენდარულმა კაპიტანმა და მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულმა ცენტრალურმა მცველმა, კარლეს პუიოლმა, ეს პერსონალური პრიზი 2018 წელს მიიღო. მან “ბლაუგრანას” მაისურით 593 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კლუბთან ერთად 16 ტიტულის მოპოვება შეძლო.
“ერთი გუნდის კაცის” ტიტულის უკანასკნელი ლაურეატი რაიან გიგზია, რომელიც “წითელი ეშმაკების” რიგებში 23 წელი თამაშობდა.




კაროჩე: მატჩში-0,87 გოლი გამოდის.
და 0,36 ასისტი.
სულ: 718 თამაშში – 888 გოლი ან საგოლე. არვიცი ვის აქვს მსგავსი რეზულტატი? რონალდუს ვითომ? უნდა მოვიძიო ძალიან მაინტერესებს.
ლამაზადაც რო თამაშობდეს ბილბაო გაასწორებდა
ბრავო ბასკებს👏👏
ჯიგრები არიან ატლეტიკში
ეკუთვნის ❤️❤️