რაკიტიჩისა და “სევილიას” გზები 2020-21 წლების სეზონისათვის, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გადაიკვეთოს. თუმცა, ხორვატის “სანჩეს პისხუანზე” დაბრუნება რამდენიმე ხელისშემშლელი გარემოების გამო მარტივი არ იქნება.
პირველ რიგში, “სევილიელებს” ხორვატის სატრანსფერო ფასის, 15-20 მილიონი ევროსა და “ბარსაში” გაცემული რაოდენობის ხელფასის გადახდა არ შეუძლიათ. ანდალუსიელები გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას პარალელურად სხვა პოზიციებზეც აპირებენ. ივანის დაბრუნება კი ჯერჯერობით შორ პერსპექტივად ითვლება. ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი კლუბის ხელმძღვანელობამაც გააკეთა:
“ეს შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს.”
კიდევ ერთი თავსატეხი რაკიტიჩის მოთხოვნაა. 32 წლის ფეხბურთელს სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდა, რაც მისი ძველი გუნდისათვის სარისკოა.
ამჟამად ხორვატი ნახევარმცველისთვის საუკეთესო ვარიანტი სეზონის ჩამთავრება და კლუბის პრეზიდენტთან საუბარია. ბართომეუსთან საუბარი მას ბოლოს, აბიდალთან მოლაპარაკებების შემდეგაც უნდოდა.




მიეცით კარგია, რა მიდის? ასჯერ თქვა არსად არ მივდივარ-ო, მას შემდეგ რაც სევილიამ უთხრა შენი ყიდვის თავი არა მაქვსო და ეხლა კიდევ თურმე მუქთათაც რო მივიდეს ხელფასიც ეძვირებათ.
მანჩესტერს მიეცით 15 ლიმონად გამოადგებათ 1-2 წელი
ოღონდ ეს წავიდეს ბარსადან.
დაასრულოს უნდა სევილიაში უყვართ მაინც გაზრდილია იმათთან
უფასოდ გაატანეთ მასე მაინც ვნახოთ ამ მძორისგან ხეირი