“ბარსელონას” პორტუგალიელი მცველი, ნელსონ სემედუ, შესაძლოა, “მანჩესტერ სიტიში” გადავიდეს, იტყობინება Sport.es
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრებსა” და “ქალაქელებს” შორის წარმართული მოლაპარაკებები უკვე ფინალურ სტადიაშია. როგორც უკვე ცნობილია, “სიტის” ტრანსფერში ჟოაუ კანსელუს ჩართვა სურს, თუმცა კატალონიელები ბარტერით დაინტერესებულნი არ არიან და მხოლოდ სემედუს გაყიდვა სურთ (40 მილიონი ევროს სანაცვლოდ).
ნელსონ სემედუ “ბარსელონას” 2017 წლის ზაფხულში შეურთდა. მაშინ “ბენფიკამ” ტრანსფერში 30 მილიონი ევრო მიიღო.


ენდეთ თქვე ბომჟებო და ნახავთ მის ნამდვილ შესაძლებლობებს.
ამაზე მეტ სისულელეს არტურის პიანიჩში გაცვლით თუ გააკეთებს ხელმძღვანელობა