“ბარსელონას” გერმანელი კიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ახალი კონტრაქტის პირობებზე კლუბს ჯერ კიდევ ვერ შეუთანხმდა. ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი და Transfermarkt-ის ექსპერტი, ნიკოლო შირა ავრცელებს.
28 წლის მეკარეს წელიწადში ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევროს მიღება სურს, “ბარსელონა” კი მზადაა ფეხბურთელს 6,3 მილიონი + ბონუსები გადაუხადოს, კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უახლოეს კვირაში განახლდება.
ბოლო ცნობებით, ფეხბურთელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2025 წლამდე იქნება ძალაში.




უფრო მეტსაც იმსახურებს მსოფლიოს საუკეთესო კიპერი
სადაც ყველადროის ყველაზე ყ.ე ფეხბურთელს 12 მილიონს ვუხდით :დ
უფრო მეტსაც უმსახურებს!ბართუმეუს ნეტავ როგორ არ რცხვენია.ტიპი დაფრინავს რასაც ქვია
ულაპარაკოდ იმსახურებს. დემბელეს გაუქვითონ და ამას მისცენ
იქ სადაც დემბელეს ღლიცინში და ლაზარეთში წოლაში აქ 12 მილიონი უბრალოდ სასაცილო კიარა სამარცხვინოა იმაზე კამათი ეკუთვნის თუ არა შტეგენს 10 მილიონი რომელიც მესის მერე ერთადერთი ნათელი ფიგურაა კლუბში ამ ბოლო ხანებში
რათქმაუნდა კი
და რა არ ეკუთვნის? ეს რომ არა ბარსელონა ახლა ცხრილის შუაში იქნებოდა :/ პატივი უნდა ვცეთ და დავაფასოთ
იმსახურებს შტეგო <3
არადა ეკუთვნის შტეგოს მაგხელა ხელფასი
დემბელეს ლაზარეთში ყოფნისთვის 12 მილიონს უხდიან და ამას 10 მილიონი არ ეკუთვნის? 🙄🙄
sadac grizmans eqneba 20-mde limoni da amas 10-ic Kiara im fexfurtis dedac
მესის შემდეგ უდავოდ საუკეთესოა და იმსახურებს 10 მილიონს,მომავალი კაპიტანია შტეგო❤❤