ჟუნიორ ფირპო, რომელიც “ბარსელონაში” პირველ სეზონს ატარებს, მაინცდამაინც, სახარბიელო ასპარეზობით ვერ გამოირჩევა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. თუმცა მასთან ერთად გუნდი, თითქმის, ყველა თამაშს იგებს.
ფირპოს დებიუტი 21 სექტემბერს, ლა ლიგის მე-5 ტურში, “გრანადას” წინააღმდეგ, შედგა. შეხვედრა “ბარსელონამ” 0-2 დათმო, თუმცა მას შემდეგ, ფირპოსთან ერთად დადებითი შედეგის დაფიქსირება ყოველთვის ახერხებს – 15 გამარჯვება და 1 ფრე.
ერთადერთი თამაში, რომელიც ფრედ დასრულდა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა იყო (“ნაპოლი”, 1-1). გამარჯვებებს შორის კი გამორჩეული “დორტმუნდთან” (3-1), “ატლეტიკოსთან” (1-0), “ინტერთან” (2-1) და “ბეტისთან” (3-2) ჩატარებული შეხვედრებია.
მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია. მან 28 სექტემბერს “ხეტაფეს” კარი აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2-0.
რა თილისმა ნაპოლისთან ამან აჩუქა გოლი ბურთი რო ფეხებში აებლანდა თორე ახლა 95% გასულები ვიქნებოდით
აუ ეხლა ამის გამო არ გაყიდიან და დაიტოვებენ 😂😂
😁😁საგიჭეთია