ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ალვარო ნეგრედომ, რომელიც ამჟამად “ალ ნასრის” ღირსებას იცავს, ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი, თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავებს შეადარა.
“მაიკლ ჯორდანი, როგორც ტირანი? არა, ის გამარჯვებულია. ჯორდანი ისეთივე ლიდერია, როგორც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, მას დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი.” – ნეგრედოს სიტყვებს Onda Cero ციტირებს.
NBA-ს ვარსკვლავი, ლეგენდარული, მაიკლ ჯორდანი “ჩიკაგოს” ღირსებას 1984-1993 და 1995-1998 წლებში იცავდა, კარიერის ბოლო ორი სეზონი კი “ვაშინგტონში” გაატარა (2001-2003).



