workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნი” ფელიპე კოუტინიოს იჯარის გახანგრძლივებას შეეცდება

“ბაიერნი” ფელიპე კოუტინიოს იჯარის გახანგრძლივებას შეეცდება

“ბარსელონას” ცენტრალური ნახევარმცველი ცოტა ხანში კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცევა, რადგან მისი იჯარის ვადა “რეკორდმაისტერთან” ივნისის ბოლოს სრულდება.

გერმანელები დარწმუნებულნი არიან, რომ მიმდინარე კონტრაქტში  არსებულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, 120 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, ბრაზილიელის სრულად გამოსყიდვა შეეძლებათ, არ გაააქტიურებენ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კი მიუნხენელები იჯარის ვადის ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე გახანგრძლივებას შეეცდებიან.

კოუტინიოს იჯარა 30 ივნისს ოფიციალურად იწურება, ჩემპიონთა ლიგის დასრულების საბოლოო თარიღად კი, კორონავირუსული პადემიის გამო, 29 აგვისტოა დათქმული.

ფელიპემ ახალახანს კოჭის ტრავმა მიიღო და 24 აპრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, მას 6 კვირა უქმად ყოფნა მოუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაგეგმილ ვადებში გაუმჯობესდება, მას ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მიღება კვლავ შეეძლება.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ, “ბაიერნის” რიგებში, 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველა ტურნირზე ერთად 9 გოლის გატანა და 8 ასისტის გაკეთება შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Ronaldinhoko
    schedule 19 მაი 2020, 10:32
    #6

    Xavi rom iyos barcelonashi Coutinho dabrunebda da swored gamoiyenebda erterti yvelaze magari shemtevinaxevar mcvelia

  • Pirat❤️💙
    schedule 19 მაი 2020, 01:19
    #5

    თუ სავალდებულო შესყიდვით წაიყავენნ წაიღონ😂

  • M10 S9 D11
    schedule 19 მაი 2020, 00:47
    #4

    ბებიათქვენისამ მომინდომეს მთვარეზე გაფრენა დააბრუნეთ კოუტინიო

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 19 მაი 2020, 00:00
    #3

    კოუტინიო აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და მეორე შანსი უნდა მიეცეს.

  • Iniesta_8
    schedule 18 მაი 2020, 23:58
    #2

    ოე ბაიერნ აქ ყ*ლე არავინაა.ისე გამოიყენებენ როგორც ხამესს და მოგვიგდებენ უკან დაბერებულს

  • Wtf man
    schedule 18 მაი 2020, 22:57
    #1

    80-90ს თუ გადაგვიხდიან გაყიდონ თუ არადა დააბრუნონ და ათამაშონ ნახევარდაცვაში