“ბარსელონას” ბრაზილიელი მეკარე, ნეტუ მურარა, კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. Mundo Deportivo-ს ცნობით, შესაძლოა, იგი “მილანში” გადაბარგდეს.
გამოცემის ცნობით, “როსონერი” დარწმუნებულია, რომ გუნდის ძირითადი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ ნეტუა. კატალონიურ კლუბს კი 30 წლის ფეხბურთელის გაყიდვა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით სურს.
ნეტუს წასვლის შემთხვევაში, “ბლაუგრანა” პირველი გუნდში “ბარსა B-დან” ინიაკი პენიას დააწინაურებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი კარის დარაჯის შეძენა “ვალენსიას”, “სევილიასა” და “ატლეტიკოს” სურთ. მათ რიცხვს კი უკვე “მილანიც” შეუერთდა.
20-25 მილიონად თუ გაასაღებენ გზა დამილოცია
გზა დამილოცნია.იმედია პენია კარგად ათამაშდება.ლა ლიგის 10შეხვედრაში რო მიიღოს მონაწილეობა მთლად მაგარი იქნებოდა
თუ ბარსა ბე-ს მეკარის დაწინაურება გადაწყვეტილია წავიდეს უნდა მაშინ ნეტუ წავიდეს მილანში მეკარე მაინც ყავდეთ კარგი მაგ საცოდავებს
გაიმეტებს მილანი ამაში ერთ 4-5 მილიონს. ბართუშამ 19 გადაიხადა . მხეცი გვყავს სათავეში ფინანსური მხეცი😩
[i][/i]დონარუმაში თუ გაგვიცვლიან კი 😃😁