workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ დე ბურმა კოუტინიოზე ისაუბრა

რონალდ დე ბურმა კოუტინიოზე ისაუბრა

“ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ, რონალდ დე ბურმა, გამოთქვა მოსაზრება, თუ რატომ ვერ შედგა ფელიპე კოუტინიოს კატალონიური კარიერა. 

“კოუტინიო გახლდათ მოთამაშე, რომლისგანაც “ლივერპულის” თამაშის აგება მიმდინარეობდა. “ბარსელონაში” მას ნაკლები სამუშაო დახვდა და ძირითადად მესის დავალებების დუბლიორი გახდა. ამრიგად, “ბარსელონა” უფრო დაუცველი გახლდათ, რადგან თავდაცვითი ფუნქციებისგან ერთდროულად ორი მოთამაშე განთავისუფლდა. აქ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება და ეს ლიონელ მესია. 

კოუტინიო – დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ზოგჯერ ის გუნდის სათამაშო სტილს ვერ ერგება, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ფეხბურთელია. სხვა კლუბში, შესაძლოა, მას ყველაფერი იდეალურად ჰქონდეს, “ბარსელონაში” მას უბრალოდ არ გაუმართლდა, რადგან ლიონელ მესის გამო საკუთარი როლის შეცვლა უწევდა.” – დე ბურის სიტყვებს Daily Express ციტირებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Don_Andresito
    schedule 13 მაი 2020, 11:00
    #7

    ბევრი აზრი მოვისმინე თითქოს მესიმ შეუშალა და 10 ის პოზიცია უნდოდა დს ასე შემდეგ. რაც ბოლოს ჭირდა კოუს მარტო თავისი მტირალა მენტალიტეტის ბრალი იყო თორე პირველ წელს კი იყო ხოდზე. მწვრთნელმაც თავისი ქნა რა თქმა უნდა

  • me da barca
    schedule 12 მაი 2020, 22:14
    #6

    ციტატა: M10 S9 D11
    არ გაუმართლა ტრენერში თორე ნორმალური ტრენერი მშვენივრად გამოიყენებს ამას


    არ გეწყინოს, მაგრამ შეგიძლია ამიხსნა რატომ სესხულობ სიტყვებს რუსულიდან? ნუთუ ისე გაღარიბდა ქართული ენა, რომ შესაბამისი სიტყვები არ არსებობს? ტრენერი, სუდია, იგრა, ფუტბოლი, კამანდა და ასე შ. ბევრი ხმარობს ამ სიტყვებს, მაგრამ შენ განსაკუთრებით. არადა არ ხარ ჩემი თაობის ვინც დიდწილად საბჭოთა კავშირის დროს მოესწრო და რუსული ფართოდ იყო შემოსული. მოდაა თუ სხვები რადგან ხმარობენ შენც უნდა მიბაძო? ჩვენ თუ არ დავაფასეთ ქართული ენა სხვას რა მოვთხოვოთ. მერწმუნე შენზე ბევრად უკეთ ვიცი რუსული, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ენა არ დავამახინჯო, როცა ქართულად ვლაპარაკობ ქართულ სიტყვებს ვხმარობ. მწვრთნელი, მსაჯი, თამაში, ფეხბურთი, გუნდი. დააფასე შენი საკუთარი.

  • nika 54
    schedule 12 მაი 2020, 15:48
    #5

    "სხვა კლუბში შესაძლოა, მას ყველაფერი იდეალურად ჰქონდეს, "ბარსელონაში" მას უბრალოდ არ გაუმართლდა რადგან ლიონელ მესის გამო საკუთარი როლის შეცვლა უწევდა." მდააა, საინტერესოა
    ნეტა ბაიერნში ვიღამ შეუშალა ხელი? პირველად გავიგე რო მესი ვინმეს უშლიდეს კარგად თამაშს.

  • gurgenidze
    schedule 12 მაი 2020, 13:49
    #4

    ახალი ინფორმაციით 90 მილიონს პლიუს ემერსონი და ვიდალი… ლაუტაროსთვის

  • Pako
    schedule 12 მაი 2020, 12:21
    #3

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: MALUMA
    დიდი ალბათობით შემდეგ კვირაში ლაუტაროს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება 90 მილიონი + სემედო ან ემერსონი!


    იმედია არ დადასტურდება


    ვერნერი ყველაფრიმირჩევნია მე პირადად 👌👌👌 ტიპს გოლის ალღოდა სასწაული ჟილკა აქვს👌👌 თანარამგონია 90 მილიონი გაისროლონ 90+სემედუ? სადღაც 130-140 ლიმონი გამოდის კონტრაქტის მიხედვით

  • M10 S9 D11
    schedule 12 მაი 2020, 12:07
    #2

    ციტატა: MALUMA
    დიდი ალბათობით შემდეგ კვირაში ლაუტაროს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება 90 მილიონი + სემედო ან ემერსონი!


    იმედია არ დადასტურდება

  • M10 S9 D11
    schedule 12 მაი 2020, 11:55
    #1

    არ გაუმართლა ტრენერში თორე ნორმალური ტრენერი მშვენივრად გამოიყენებს ამას