ენდრიუ რობერტსონი: აღარასდროს გავიმეორებ იმას, რაც მესის გავუკეთე

ენდრიუ რობერტსონი: აღარასდროს გავიმეორებ იმას, რაც მესის გავუკეთე

“ლივერპულის” განაპირა მცველი, ენდრიუ რობერტსონი აღიარებს, რომ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში “ბარსელონას” ლეგენდას, ლიონელ მესის უპატივცემულოდ მოეპყრო.

“მეგონა, რომ “კამპ ნოუზე” მას იმდენად კარგად გავუმკლავდი, რამდენადაც შემეძლო, ხოლო ამ დროს ლეო მოედანს დუბლით ტოვებს, მისი გუნდი 3:0-ს იმარჯვებს, საზოგადოება კი არგენტინელზე საუბრობს. როცა საკუთარი ძალების საუკეთესოთა წინააღმდეგ მოსინჯვა გიწევს, ცდილობ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო. ვფიქრობ, მესი ყველა დროის ნომერ პირველია, მასთან დაპირისპირება კი უთუოდ მძიმე გამოცდა იყო.

მის წინააღმდეგ სათამაშოდ გამოსვლისას ფიქრობ: “კარგი, ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და ამას გავუმკლავდებით”. თუმცა, როცა ლეო “კამპ ნოუზე” ჩვენს ორ ნახევარმცველს გასცდა და ჩემკენ მორბოდა, გონებაში გავიელვე: “ჯანდაბა, ის სერიოზულადაა განწყობილი! ის პირდაპირ ჩემკენ მოდის!”

თავზარდამცემია ის, რასაც მესი თავისი ფეხებით აკეთებს. თუ მის წინააღმდეგ თავს იცავ, ნებისმიერი მოქმედების გამოცნობა უნდა სცადო.

მახსოვს, ერთ-ერთ მომენტში ის გვერდით ხაზს მიუახლოვდა და ვიფიქრე: “აუტის გამომუშავება სურს, არანაირი პრობლემა არ არის”. ამ დროს კი, როგორღაც, ცენტრისკენ გადაიწია და თამაშის მიმართულება შეცვალა. მაშინ მივხვდი, რომ მსგავსი რამ გაეკეთებინა არავის შეეძლო. 

მე და ფაბინიო დავედევნეთ არგენტინელს და დიახ… ჩვენ საფარზე აღმოვჩნდით. მე ლეოს თმაზე გადავუსვი ხელი, რაც მას არ მოეწონა. დარწმუნებით ვამბობ, რომ მსგავს რამეს აღარასდროს გავიმეორებ! ეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის მიმართ უპატივცემულობაა. ამ საქციელს ნამდვილად ვნანობ. 

თუმცა, არ არის კარგი, რომ ამ ეპიზოდს ყველა მე მიკავშირებს!”-ამბობს რობერტსონი პიტერ კრაუჩის “პოდკასტში”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 08 მაი 2020, 18:31

    "თუმცა, არ არის კარგი, რომ ამ ეპიზოდს ყველა მე მიკავშირებს!"-ამბობს რობერტსონი პიტერ კრაუჩის "პოდკასტში".
    აბა ვის დავუკავშიროთ, აქ წაქცევაზე არ არის ლაპარაკი საქმე სწორედ "თმაზე ხელის გადასმაა" ეს არის ადამიანის დამცირება, თორემ თამაშში ესეთები მოსულა მაგაზე ჰა ჰა წითელი დაგანახონ ოღონდ რეალის მონის ჩაქირის მსგავსმა მსაჯებმა.

  • ana anukii
    schedule 08 მაი 2020, 18:15

    ციტატა: M10 S9 D11
    აუბროგორ მინდა ლიგაზე ისევ დაგვეჯახოთ თქვენი სისხლი უნდა დავლიოთ


    ლიგაზე რომ შევხვდეთ უკეთესი ტაქტიკოსი გვჭირდება სატიენის ბურთის გორებით და ვალვერდეს პრაგმატულობით უჩლზე გუნდი არაფრის მომგები არაა

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2020, 17:31

    აუბროგორ მინდა ლიგაზე ისევ დაგვეჯახოთ თქვენი სისხლი უნდა დავლიოთ

  • ძირს მადრიდი
    schedule 08 მაი 2020, 15:15

    პასუხიც კარგად გაგცა 😂 😂