“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და “ბაიერნის” ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა, ფილიპე კოუტინიოზე საუბრობს, რომელიც კატალონიური კლუბიდან “რეკორდმაისტერში” იჯარით თამაშობს და დროებით მისი თანაგუნდელია.
“ფილიპეს კარგად ვიცნობ, მის თამაშს 12 წლის ასაკიდან ვუყურებ. მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ბრაზილიაში ვითამაშე და ძალიან მომეწონა. ის ფენომენალურია, საოცარი ტექნიკით და დარტყმით გამოირჩევა და ამასთან ერთად, შესანიშნავი ადამიანიცაა.
ყველა ფეხბურთელს აქვს კარიერაში კარგი და არც ისე კარგი მომენტები, ფილიპე კი ჩვენ ბევრს გვმატებს. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონსაც აქ გაატარებს”. – ამბობს ალკანტარა.
დიდი ალბათობით, კოუტინიო, იჯარის დასრულების შემდეგ, “ბაიერნში” არ დარჩება და არც “ბარსელონაში” დაბრუნდება. ყველაზე ხშირად, მას პრემიერ ლიგის კლუბებს უკავშირებენ.




მასტი დაფრინავდა ლივერპულში და ბარსაშიბრა ეტაკა პირველი სეზონი კარგად ჩაატარა მერე რა მოუვიდა ვერ გავიგე