workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ვისი გაყიდვა მოუწევს “ბარსას” უკიდურეს შემთხვევაში?

ვისი გაყიდვა მოუწევს “ბარსას” უკიდურეს შემთხვევაში?

Marca-ს ინფორმაციით,”ბარსელონამ” 70 მილიონი ევროს მობილიზება მალევე უნდა შეძლოს, რათა სატრანსფერო ფანჯარას შესაბამისი ბიუჯეტით შეხვდეს. ამ თანხისათვის კლუბს რამდენიმე დაუგეგმავი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რაც ზოგიერთი ახლახანს დამატებული ფეხბურთელის გუნდიდან წასვლას გულისხმობს.

არტურო ვიდალი

ჩილელს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. კატალონიური კლუბი კი ხელშეკრულების განახლებით, ჯერჯერობით, დაინტერესებული არაა. მილანის “ინტერი” 32 წლის ფეხბურთელის მომავალ კლუბად ითვლება.

მარტინ ბრაითუეიტი

დანიელის მიმართ სიმპათიები ბევრ გულშემატკივარს გაუჩნდა. მოსვლის პირველივე დღიდან მან დაამტკიცა, რომ პროფესიონალი და უზომოდ შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მისი გუნდში დარჩენა იმის მანიშნებელია, რომ ანსუ ფატისთვის, ფარსიშკუ ტრინკაუსთვისა და ალექს კოლიადოსთვის სათამაშო დრო შემცირდება.

ჟუნიორ ფირპო

როგორც ჩანს, მარცხენა მცველი “ბარსელონას” ვერ შეეწყო და უმჯობესი იქნება, თუ კლუბი მას ზაფხულშივე შეელევა. მის გარდა რამდენიმე სხვა ვარიანტიც არსებობს ხუან მირანდას, სერხიო აკიემესა და ლაივინ კურზავას სახით, რომლებიც ჟორდი ალბასთვის მშვენიერი სათადარიგო შემცვლელები იქნებიან.

სერჟი რობერტო

მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის კატალონიელი “ბარსას” 4 კაპიტანს შორისაა, მის პოზიციაზე გუნდში, ნელსონ სემედუსა და მუსა ვაგეს სახით, ნამდვილად ანგარიშგასაწევი ფეხბურთელები არიან. 

ივან რაკიტიჩი

ხორვატი, დიდი ალბათობით, “ბარსადან” წავა. მას კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. 32 წლის ფეხბურთელისთვის სავარაუდო გუნდი, სადაც კარიერას გააგრძელებს, ანდალუსიური “სევილიაა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პისტოლერო
    schedule 02 მაი 2020, 15:32
    #4

    ვიდალი თუ გაყიდეს მაგრად გამიტყდება

  • Don_Andresito
    schedule 02 მაი 2020, 15:03
    #3

    ამათ უკიდურეს შემთხვევადი კი არა უეჭბელი დაყიდიან. რობერტოს არა

  • M10 S9 D11
    schedule 02 მაი 2020, 01:30
    #2

    ვიდალს და ბრაიტვაიტს შეეშვან დანარჩენები განსაკუთრებით ის მძორი და ის პრახადნოი დვორი პანჩურების რტყმით უნდა გააგდონ გუნდიდან

  • Pablos ar abia
    schedule 02 მაი 2020, 01:17
    #1

    საინტერესო იქნება