”ესპანიოლთან” გამარჯვება ლა ლიგაში შინ გამართულ მატჩებში ზედიზედ მე-15 აღმოჩნდა. ამით განმეორდა ”ბარსას” 1973/74 წლის რეკორდი. აქვე გთავაზობთ გუშინდელი მატჩის საინტერესო ფაქტებს.
– გუნდმა ლა ლიგაში შინ ყველა მატჩი მოიგო 2010 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ. ამ დღეს ”ნოუ კამპზე” ფრედ ”მალიორკამ” ითამაშა.
– 91 ქულიდან 49 ”ბარსამ” შინ მოიპოვა. გაიტანა 46 გოლი და საკუთარ კარში მიიღო 10.
– პიკემ დერბიში ყველაზე მეტი, 15 ართმევა განახორციელა. ”ესპანიოლიდან” საუკეთესო, 10 ართმევით რაულ როდრიგესი იყო.
– ”ესპანიოლთან” გამარჯვების შემდეგ გვარდიოლას კარიერაში 130 გამარჯვება დაუგროვდა. სულ გუნდი მოედანზე მან 179 მატჩში გამოიყვანა.
– გუნდმა მიმდინარე სეზონში თითქმის 150 გოლი გაიტანა. ინიესტას და პიკეს გოლების შემდეგ გუნდის ანგარიშზე 145 გოლია.
– მადრიდის ”რეალთან” 3 წუთის თამაშის შემდეგ ერიკ აბიდალმა 21 წუთი გაატარა მოედანზე.
– კეიტამ, რომელმაც 3 წუთი გაატარა მოედანზე ზედიზედ 26-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
– ”ანოეტას” მსგავსად ფონტასმა თამაში მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე მას არასდროს უთამაშია. მატჩის შემდეგ გვარდიოლასგან მან შექება მიიღო.
– გუნდს კვლავ შეუძლია წინა სეზონის რეკორდის მოხსნა. თუკი ”ბარსა” დარჩენილ სამ თამაშს მოიგებს დაუგროვდება 100 ქულა.
