მიმდინარე სეზონში რიკი პუჩი მოედანზე “ბარსელონას” პირველი გუნდის სახელით არცთუ ბევრჯერ გამოგვეცხადა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები პრაქტიკის მისაღებად მის იჯარით გაშვებასაც განიხილავდნენ, თუმცა Marca-ს მიხედვით, კიკე სეტიენს სხვა გეგმები აქვს.
როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, “ბლაუგრანა” ახალგაზრდა ტალანტს კონტრაქტს კიდევ 2 წლით, 2023 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივებს. 20 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება.
პუჩის კონტრაქტის პირობები ბოლოს 2018 წელს განახლდა, როდესაც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” მას გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო დაადეს.


