“სევილიას” მცველი, დიეგო კარლოსი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის შესახებ საუბრობს.
“ბარსას” დაინტერესებაზე არაფერი ვიცი. პრესაში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ სხვას ვერაფერს გეტყვით.
მთავარია, სიტუაცია გამოსწორდეს. ახლა კონცენტრირებული მხოლოდ ჩემპიონატის “სევილიასთან” ერთად შეძლებისდაგვარად დასრულებაზე ვარ”, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Onda Cero.
“ბლაუგრანა” დაცვის ხაზის გასაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად, დაიო უპამეკანოსთან ერთად, სწორედ 27 წლის ფეხბურთელს განიხილავს. ადრე გავრცელებული ცნობებით, მის ტრანსფერში კიკე სეტიენის გუნდი ივან რაკიტიჩის ჩართვასაც განიხილავდა. თუმცა, დიეგო ბრაზილიის მოქალაქეა, რაც მის შეძენას ართულებს – წესების მიხედვით, კლუბს შემადგენლობაში მხოლოდ 3 არაევროპული პასპორტის მქონე ფეხბურთელის ყოლა შეუძლია. მოგეხსენებათ, კატალონიური გრანდი ასევე არგენტინელი ლაუტარო მარტინესითა და ბრაზილიელი ნეიმარით ინტერესდება.
კარლოსი “სევილიამ” გასულ ზაფხულში 15 მილიონ ევროდ ფრანგული “ნანტიდან” შეიძინა. ამ სეზონში მან, ყველა ტურნირის ეგიდით, 31 მატჩში თავი 2 გოლით გამოიჩინა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველით, რომელსაც Transfermarkt-ი 32 მილიონ ევროდ აფასებს, “ლივერპულიც” ინტერესდება.
ბარსას ინტერესის შესახებ შენ კი არა იმ ჟურნალისტის გარდა, ვინც ეს მოიგონა არავინ არ იცის.
ძაან კაი თუბარ იცი არცაა საჭირო გაიგო უპამეკანო შკრინიარი რომანიოლი არსებობდნენ და ვიღაც 27 წლის დიეგო კარლოსს დასდევდე სევილიაში ცოტა კი არა ძაან მზე უნდა იყო
არ იცი და იყავი სადაც ხარ , შენზე პერსპექტიული და უკეთესი არაუხო და ტოდიბო გვყავს , და თუ ვინმეს მოყვანაა მაინცდამაინც რომანიოლი არ ღირს ძვირი თან იტალიელებს დაცვას ვერავინ ასწავლის.