workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ძანეტი იმედოვნებს, რომ ლაუტარო “ინტერში” დიდი ხნით დარჩება

ხავიერ ძანეტი იმედოვნებს, რომ ლაუტარო “ინტერში” დიდი ხნით დარჩება

ლაუტარო მარტინესს “ბარსაში” გადმოსვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა ხავიერ ძანეტი თავს მაინც მშვიდად გრძნობს. მილანის “ინტერის” თავდამსხმელის ტრანსფერის გარშემო არსებული უზარმაზარი გამოხმაურების მიუხედავად, არგენტინელ ლეგენდას სჯერა, რომ 22 წლის ფეხბურთელი “ნერაძურის” ღირსებას კიდევ დიდი ხნით დაიცავს. 

“როდესაც ჩვენ ის პირველად ვიხილეთ, ამგვარი სიტუაცია წარმოვიდგინეთ კიდეც. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლაუტარო “ინტერის” მაისურით ასპარეზობს და იმედი გვაქვს, ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება,” – განუცხადა მან არგენტინულ სატელევიზიო არხს, Cadena 3-ს.

“ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია და დიდი შესაძლებლობა ეძლევა ისეთ ჩემპიონატში თამაშით, როგორიც Seria A არის.”

“ფეხბურთელების ტრანსფერები უკანასკნელი რამაა, რაზეც ახლა ვფიქრობთ. დღეს ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, რაც ახლა უმნიშვნელოვანესია. ფეხბურთის განახლების შემდეგ, როდესაც ჩვენ ვარჯიშებს დავუბრუნდებით, გავარკვევთ, თუ რამოხდება მომავალში.”

“ახლა ამ მდგომარეობიდან გამოღწევასა და სირთულეების გადალახვას ვცდილობთ, რადგან ძალიან ბევრი ოჯახი დაზარალდა და ჯერ კიდევ იტანჯება. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა.”

ახალი ამბავი არაა, რომ “ბარსელონა” ლუის სუარესის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, ლაუტარო კი მსურველთა სიის სათავეშია. “ელ პისტოლერი” უკვე 33 წლისაა და მალე კატალონიურ კლუბს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე პრობლემები შეექმნება.

იტალიელები 22 წლის შემტევისთვის წელიწადში 7-მილიონიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ, რითაც მას გუნდში შეინარჩუნებენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 24 აპრ 2020, 23:54
    #8

    ხოდა გრიზმანი გვყავს ჩვენ მაგ პოზიციაზე და დაიტოვეთ ეგ კიდე დიდხანს.

  • Iniesta_8
    schedule 24 აპრ 2020, 14:02
    #7

    მეც

  • LBJ23 LM10
    schedule 24 აპრ 2020, 13:59
    #6

    ციტატა: Fsicofat
    ბარსას სტადიონზე მეცინება რატომ უწერია მეტი ვიდრე გუნდიო აი ვერ ხვდები,, დააწერონ მესიი, უფრო მეტი ვიდრე ბარსელონა, ბუსკვერცხი+ჯეკა(სუარესი)+დანი ალვეში მეტი ვიდრე ოსკარი 😂 😂 😂

    რეალის ფანი რო სიმულანტობაზე ლაპარაკს დაიწყებს,ალბათ ძაან დაბოღმილი ხარ ბარსაზე

  • BarcelonaFanTV
    schedule 24 აპრ 2020, 08:39
    #5

    ციტატა: Fsicofat
    ბარსას სტადიონზე მეცინება რატომ უწერია მეტი ვიდრე გუნდიო აი ვერ ხვდები,, დააწერონ მესიი, უფრო მეტი ვიდრე ბარსელონა, ბუსკვერცხი+ჯეკა(სუარესი)+დანი ალვეში მეტი ვიდრე ოსკარი 😂 😂 😂


    ბერნაბეუს დააწერეთ თქვენ_ "მეტი ვიდრე სავარჯიშო მოედანი"

  • me da barca
    schedule 24 აპრ 2020, 02:01
    #4

    ციტატა: Fsicofat
    ბარსას სტადიონზე მეცინება რატომ უწერია მეტი ვიდრე გუნდიო აი ვერ ხვდები,, დააწერონ მესიი, უფრო მეტი ვიდრე ბარსელონა, ბუსკვერცხი+ჯეკა(სუარესი)+დანი ალვეში მეტი ვიდრე ოსკარი 😂 😂 😂


    ყველამ თავის ოსკაროსან მამიდას მიხედოს პეპე-კიკინას თამადობით.

  • M10 S9 D11
    schedule 23 აპრ 2020, 23:50
    #3

    მეც მაგის იმედი მაქვს

  • Andres_Iniesta
    schedule 23 აპრ 2020, 21:55
    #2

    ციტატა: Fsicofat
    ბარსას სტადიონზე მეცინება რატომ უწერია მეტი ვიდრე გუნდიო აი ვერ ხვდები,, დააწერონ მესიი, უფრო მეტი ვიდრე ბარსელონა, ბუსკვერცხი+ჯეკა(სუარესი)+დანი ალვეში მეტი ვიდრე ოსკარი 😂 😂 😂


    ბუსკეცი თუ კვერცხია ,ნეტა ეგეტი კვერცხი იყოს დაე უველა ფეხბურთელი.
    სიანტერესოავისი ფანი ხარ? 😂 რა თქმაუნდა რეალის იქნები. პეპე, რამოსი და თავად მისტერ გეი რონალდო გყავდათ ოსკარიც და ყველა სამსახიობო ჯილდო აქვთ და სხვაზე რატო იწევ?

    პრინციპჩი მართალი ხარ შენ ცუდს ვერ ხედავ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 23 აპრ 2020, 21:45
    #1

    ციტატა: Fsicofat
    ბარსას სტადიონზე მეცინება რატომ უწერია მეტი ვიდრე გუნდიო აი ვერ ხვდები,, დააწერონ მესიი, უფრო მეტი ვიდრე ბარსელონა, ბუსკვერცხი+ჯეკა(სუარესი)+დანი ალვეში მეტი ვიდრე ოსკარი 😂 😂 😂


    ყველამ თავის "ბერნალეოს" მიხედოს😂😂😂😂