ბრაზილიელი ნახევარმცველი, მატეუს ფერნანდესი, იჯარის წესით “ვალიადოლიდში” თამაშობს, ზაფხულიდან კი, თუ კორონავირუსის გამო შექმნილი გაუთვალისწინებელი მდგომარეობის გამო სატრანსფერო წესები არ შეიცვლება, “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება.
ფერნანდესი Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში თავის მომავალზე საუბრობს.
“მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით ვითამაშებ… სიტყვებს ვერ ვპოულობ.
ამ კლუბში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ახლა ამის შესაძლებლობა მაქვს. არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა ახლა “ბარსელონაში” გადასვლას, მაგრამ სანამ ეს მოხდება, სწავლას და განვითარებას განვაგრძობ.
ვფიქრობ, “ბარსელონაში” წარმატებას მივაღწევ, ამის პოტენციალი მაქვს. მინდა, იქ სამუდამოდ დავრჩე და ისტორია დავწერო”. – ამბობს 21 წლის ფეხბურთელი.



არტური დეიონგი კოუტინიო
ფერნანდესი ორიოლ ბუსკეცი ალენია
+პუჩი პედრი და მორიბა
ბარსას მომავალი დეკადის ნახ.დაცვა
კარგი ბიჭი ხარ დიდ იმედს იძლევი და იმედია ბოლომდე გაამართლებ შენზე გაცემულ ავანნსებს
ეხლა სერიოზული კონკურენციაა და ამას არავინ ათამაშებს ჯობია ერთი სეზონით კიდევ დარჩეს და მერე მოიყვანონ
ვიფიქრე და ვერ გავიგე რის თქმას ცდილობდი…
ალვეში ლალიგის ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია, თუ საუკეთესო არა.