workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცუდი პერიოდი მქონდა: კარლეს პერესი “ბარსასგან” ნაწყენია

ცუდი პერიოდი მქონდა: კარლეს პერესი “ბარსასგან” ნაწყენია

დავიდ დე ლას ერასთან ინტერვიუს დროს, კარლეს პერესმა აღიარა, რომ “ბარსელონა” მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების გამო დატოვა.

“ეს საკმაოდ რთული იყო. ოჯახთან სახლში ყოფნის დროს ცუდი პერიოდი მქონდა. ამას ვერ ვხვდებოდი. ეს ყოველივე ჩემთვის უფრო მეტად მტკივნეული იყო, იმის გამო, თუ როგორ ვიქცეოდი დიდი ხნის განმავლობაში კლუბისთვის. “სეგუნდა ა-ში” გატარებული წლის შემდეგ, შემოთავაზებები მქონდა ისეთი გუნდისგან, როგორიც “ბენფიკაა”, თუმცა საბოლოოდ, პირველ გუნდში დაწინაურებისთვის საბრძოლველად, გარსია პიმიენტასთან “სეგუნდა ბ-ში” დარჩენა გადავწყვიტე.”

“მომდევნო წელსაც იგივე მოხდა. მე მქონდა სხვადასხვა შემოთავაზება, თუმცა ყოველთვის უარს ვამბობდი. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდათა სიაში ვითვლებოდი, “ჩელსი” დიდ თანხასაც იხდიდა. გუნდი არცერთხელ დავტოვე, ყველაფერს აქ დარჩენა მერჩივნა.”

“საბოლოოდ, ოცნება ავიხდინე. უკვე იმ ფეხბურთელების გვერდით ვიყავი, ვისთან ერთადაც გოლების გატანა შემეძლო. მას შემდეგ, რაც მათთვის ამდენი გააკეთე და მაინც გულგრილად გექცევიან, ძალზე მტკივნეულია. სწორედ ესაა, რაც გულს ყველაზე მეტად მტკენს.”

“მე მაინც შემიძლია კლუბსა და მწვრთნელს მათი საჭიროებისამებრ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გავუგო. “ბარსას” მადლიერი ვარ იმისთვის, რაც იქ ვისწავლე და იმ დახმარებისთვის, რომლის წყალობითაც “რომაში” აღმოვჩნდი. როცა თამაში დავიწყე, არ ვიცოდი ის, რაც ახლა უკვე ვიცი.”

თავდამსხმელმა სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ მოხვდა, გოლის გატანა მაინც მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    schedule 22 აპრ 2020, 00:58

    მალკომის და ამის ტრანსფერები არ მესმის უბრალოდ

  • shu1987
    schedule 21 აპრ 2020, 15:10

    ეს ბიჭი არ იყო გასაშვები ამ კრიზისის დროს , რამდენიც ითამასა ცუდად არ გამოიყურებოდა.

  • BarcelonaFanTV
    schedule 21 აპრ 2020, 10:54

    რატომ გაუშვეს და უფრო მთავარი_გამოსყიდვის უფლება რატომ მისცეს 13 მილიონად თუ არ ვცდები