2009 წლის 6 მაისს, “სტემფორდ ბრიჯზე” 10 კაცით მოთამაშე “ბარსელონამ”, ინიესტას ბრწყინვალე დარტყმის წყალობით, 93-ე წუთზე, ანგარიში 1:1 გახადა, რის შედეგადაც, კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ.
1978 წლის 6 მაისს, ხოსეპ ლუის ნუნიესმა “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მოაგროვა რა 10352 ხმა. მისმა უახლოესმა მდევარმა, ფერან არინიომ 9537 ხმა მიიღო, ხოლო ნიკოლაუ კასაუსმა – 6202 ხმა.
1939 წლის 6 მაისს, შეიქმნა ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჟოან სოლერი ჩაუდგა. სოლერი გახდა “ბარსელონას” პირველი პრეზიდენტი სამოქალაქო ომის შემდეგ.


