workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენი: იმედი მაქვს, ბართომეუ საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ჩაამთავრებს

კიკე სეტიენი: იმედი მაქვს, ბართომეუ საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ჩაამთავრებს

ჟოსეპ მარია ბართომეუს ბევრი მტერი ჰყავს, თუმცა კიკე სეტიენი მათ რიგებში ნამდვილად არ შედის.

El Larguero-სთან ინტერვიუში, “ბარსელონას” დამრიგებელმა კლუბის პრეზიდენტს მხარი დაუჭირა:

“ვიმედოვნებ, რომ ის საკუთარ საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ჩაამთავრებს. მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ .”

მან კლუბში არსებული სიტუაცია ფეხბურთელებსა და მე აგვიხსნა, ჩვენ მისი გვჯერა.”

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ბართომეუს საბჭოს რამდენიმე წევრთან კონფლიქტი ჰქონდა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კიკე სეტიენმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში 12 მატჩი გამართა, საიდანაც გუნდს 8 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი ჰქონდა.

ამ პერიოდის განმავლობაში კატალონიელები კოპა დელ რეის გამოეთიშნენ, თუმცა ლა ლიგაში პირველ პოზიციას იკავებენ და მადრიდის “რეალს” ორი ქულით უსწრებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 18 აპრ 2020, 01:24

    რა დარჩეს გაასხას მაგ სათვალეებიანმა პოსტიდან

  • MARI=BARCA-fan
    schedule 18 აპრ 2020, 00:44

    კიკეეე, ეს რა თქვი ეხლა შენ თვითონ თუ გესმის?! 🤔