თუ კორონავირუსის გამო იძულებითი შესვენება კიდევ დიდხანს გაგრძელდება, სხვა ქვეყნის ჩემპიონატების მსგავსად, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
პრიმერა დივიზიონში ჩასატარებელი 11 მატჩი დარჩა, იმ შემთხვევაში კი, თუ ჩემპიონი სატურნირო ცხრილში ახლანდელი მდგომარეობის მიხედვით გამოვლინდება, ტიტულს “ბარსელონა” მიიღებს, მაგრამ იმის გამო, რომ მეორეადგილოსან “რეალთან” სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა, ეს არც ისე სამართლიანად მიიჩნევა.
Cadena Ser-მა “ბარსას” მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს, მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, შეკითხვა დაუსვა.
“ბარსელონასთვის” ტიტულის გადაცემა ლოგიკური იქნება, მაგრამ ამ სიტუაციაში, შეიძლებოდა, სხვა გუნდიც ყოფილიყო. არ მინდა, რომ ჩემპიონობა ასე მოვიპოვოთ. ასეთ გამარჯვებას ჩვეულებრივად ვერ ვიზეიმებდი.
ვფიქრობ, რომ უფრო დიდი შანსია, დარჩენილი თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ყველას გვინდა, ეს სახალისო არ იქნება, თუმცა სანამ ვაქცინა შეიქმნება, სხვა გზა არ გვაქვს”. – განაცხადა სეტიენმა.



არც მე ეგეთი ჩმპიონობა
რა დასამალია მეც არ მინდა ასეთი ჩემპიონობა