კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდ კუმანმა, აღტაცება ვერ დამალა დღევანდელი “ბარსელინას” თამაშისა. მან განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” კრუიფის “ოცნების გუნდზე” უფრო ძლიერია, რომელშიც წლების წინ რონალდი წარმატებით ასპარეზობდა. კუმანმა დიდი სიამოვნება მიიღო ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალებისგან, სადაც “ბარსელონამ” გამოთიშა ტურნირს მადრიდის “რეალი”, ბურთების შეფარდებით 3:1. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
“ბარსელონამ” არაჩვეულებრივად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ განმეორებით მატჩში, “რეალმა” ნამდვილი ფეხბურთის თამაში დაიწყო, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ მოახერხეს. პეპ გვარდიოლას გუნდს ერთი ნაბიჯიღა აკლია ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, დღევანდელი “ბარსელონა” ნამდვილად ძლიერია კრუიფის “ოცნების გუნდზე”, რომელშიც მე ვთამაშობდი”. დაასრულა რონალდ კუმანმა.
