Cadena SER-ის ცნობით, საფეხბურთო სეზონი ივლისში განახლდება. ეს გადაწყვეტილება UEFA-მა და ევროპული გუნდების ასოციაციამ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, შიდა ჩემპიონატები ივლისში დასრულდება, ხოლო ევროპული საკლუბო ჩემპიონატები აგვისტოდან განახლდება. ყველა ეს მატჩი კი დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
Cadena SER-მა ასევე დაამატა, რომ საპლეიოფო შეხვედრების ფორმატი შეიცვლება და ორმატჩიანის ნაცვლად, ერთმატჩიანი გახდება. ეს ერთი თამაში კი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.
Mirror-მა ამგვარი ფორმატის იდეა უფრო ადრე შემოიტანა, თუმცა ბრიტანული გამოცემა მიიჩნევს, რომ სეზონი შუა ივნისში განახლდება. ჯერჯერობით ყველა ევროპული ჩემპიონატი შეჩერებულია და გაგრძელების ოფიციალური თარიღი არ არის ცნობილი.
“ბარსელონამ” უკანასკნელი მატჩი 7 მარტს, “კამპ ნოუზე” ჩაატარა, სადაც ლეო მესის გოლით, “რეალ სოსიედადი” დაამარცხა.
ევროპულ ასპარეზზე კი კატალონიურ კლუბს მეორე შეხვედრა აქვს გასამართი “ნაპოლისთან”. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლში მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1, დასრულდა.




იმედია ნეაპოლთან ბარსელონაში გვათამაშებენ და ნეიტრალურ მოედანზე არ მოგვიწევს თამაში. ისე კი საინტერესოა, ამ ნეიტრალურ მოედნებს როგორ აარჩევენ.
მემგონი ესენი ყოველ მე-3 დღეს აპირებენ თამაშების ჩატარებას თასებისა და ჩ.ლიგის გარეშე… მერე აგვისტოში დაასრულებენ ლიგას და თასებსაც… ნუ გეგმა ისეთია, რომ უარესის მოგონებაც შეეძლოთ, ამიტომ ამასაც არაუშავს.
ეგ შენ კიარა თვითონ უეფამაც ვერგაიგო ჯერ წესიერად ))
ვერ გავიგე ივლისში განახლდება და ივლისშივე მორჩება შიდა ჩემპიონატები? და ლიგა აგვისტოში ჩატარდება?