მადრიდული გამოცემის, Diario AS-ის, ცნობით, “რეალ სოსიედადი” ჯგუფურ ვარჯიშებს სამშაბათიდან შეუდგება. როგორც ჩანს, ესპანეთში კორონავირუსის პიკმა გადაიარა.
სამშაბათიდან, ბასკები სავარჯიშო საფარზე, ზუბიეტაში გამოვლენ, თუმცა ყველა სათანადო სიფრთხილის ზომის დაცვით.
მთავრობამ ის აკრძალვები გამოაცხადა, რაც არა-არსებით ბიზნესებს დაუწესდებათ ორშაბათიდან, “სოსიედადმა” კი ეს ვარჯიშის განახლების მანიშნებელ დროდ მიიჩნია.
კლუბმა განაცხადა, რომ ისინიც სიფრთხილის იმ ზომებს დაიცავენ, რაც “ბაიერნმა” და სხვა გერმანულმა გუნდებმა გაითვალისწინეს.
“სოსიედადის” განსაზღვრული რეგულაციები შემდეგნაირია:
1) ვარჯიში ორ-სამ კაციან ჯგუფებად.
2) სხვადასხვა მოედნებისა და გასახდელების გამოყენება.
3) მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია ფეხბურთელებს შორის.
მოედანზე გასვლამდე ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ვირუსის ტესტს ჩაიტარებენ.
იმავე წყაროს ცნობით, “ბარსელონა” საწვრთნელი შეკრებების განახლებას 27 აპრილს აპირებს.




ძალიან კარგი იმედია მალე გადაივლის ეს ვირუსობანა