Diario Sport-ის ცნობით, იტალიელი შემტევი “ბარსას” ინტერესთა სფეროში ისევ მოექცა.
26 წლის ფეხბურთელი მაურიციო სარის სათამაშო გეგმებში აღარ შედის, შესაბამისად, ტურინში, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე მის გასაყიდად მზად არიან.
იმავე წყაროს ინფორმაციით, 19 წლის დეიან კულულევსკი, რომელიც პარმაში იყო განათხოვრებული, მზადაა მის ჩასანაცვლებლად.
იანავარში, “ბარსასა” და “იუვენტუსს” შორის გაცვლის შესახებ ჭორები ვრცელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ივან რაკიტიჩი “ბიანკონერიში”, ხოლო ბერნანდესკი “ბლაუგრანაში” აღმოჩნდებოდა, თუმცა აღნიშნული მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ბერნანდესკის თამაში ფლანგზეც და ცენტრშიც შეუძლია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში მან თითო გოლი და ასისტი მიითვალა.




აბიდალმა სუ გამოსირდა ტოო ?? ტრინკაუ იყიდეს რად უნდოდათ მაშინ ? ისეთი პოზიციის ფეხბურთელებს უყურებენ სადაც ნაკლებადაა პრობლემა და ერთი ან ორი ნორმალური ფეხბურთელი რომ არის უკვე გუნდში, ეს ვის ნახცვლად უნდათ ??? საყიდი ვინცაა უპამეკანოა და ერთიც ნახევარმცველი ვანდებეეკი დეიონგის პონტშიც ჰოლანდიელი ეყოლება გვერდით უფრო გაიხსნება იციან ერთმანეთის თამასი. მეტი ფულის გადაყრა უაზრობაა მართლა თუარ ათეთრებს ბართუშა.
შეულაგებენ ეხლა ამ ბერნარდერსკის რაღას ყიდით მაშინ ამ რაკიტიჩს? სისწრაფის მეტი განსხვავება არაა მაგ ორს შორის