“არ ვამბობ, რომ “არსენალი” უამბიციოა, მაგრამ მათ არ აქვთ ისეთივე დიდი მიზნები, როგორიც სხვა ევროპულ გრანდებს”: განუცხადა პიერ ალან მუნგენგიმ ESPN-ს.
“თუ პიერს კონტრაქტის გაფორმება უფრო ამბიციურ კლუბთან სურს, ის იქ საკუთარ ადგილს აუცილებლად იპოვის.”
“ინდივიდუალურ დონეზე მე მას საუკეთესო ფეხბურთელების რიგებში შევიყვანდი, თუმცა ვურჩევ, ბევრი იშრომოს, რათა უფრო დიდი კლუბების ყურადღება მიიქციოს.”
“ობამეიანგი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ მისთვისაც და სხვა მისნაირი ფეხბურთელისთვის ისეთ გუნდში თამაში, სადაც ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიე წარუმატებლობაა. ახლა “მეთოფეთა” რიგებში სწორედ ამგვარი შემთხვევაა”.
გაბონელის კონტრაქტი 2021 წელს იწურება. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედ გუნდთან მომავალში თანამშრომლობას არ გადაწყვეტს, “ბარსელონა” მის შესაძენად მზადაა. კატალონიური კლუბი გაბონელს ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად მიიჩნევს.
მადრიდის “რეალი”, პსჟ და “მანჩესტერ იუნაიტედი” ასევე დაინტერესებულნი არიან 30 წლის ფორვარდის გადმობირებით, რომელმაც ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 97 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.



