workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რასინგი ლოგო

რასინგი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფრანკ ლებეფი: “ჩელსიში” კოუტინიოს ადგილი არაა

ფრანკ ლებეფი: “ჩელსიში” კოუტინიოს ადგილი არაა

“ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი ფრანკ ლებეფი ფილიპე კოუტინიოს ლონდონურ კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ საუბრობს.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” და “ჩელსი”, ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები, ამჟამად “ბაიერნში” იჯარით მოთამაშე კოუტინიოში, 90 მილიონ ევროს ითხოვენ.

“მიმაჩნია, რომ კოუტინიო კარგი ფეხბურთელია. არ მინდა მას ვაწყენინო. ვფიქრობ, არსებულ სიტუაციაში დამნაშავე “ბარსელონაა”, რომელმაც ფეხბურთელი იმდენით შეაფასა, რამდენიც არ ღირს.

კოუტინიო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ შედის ის საუკეთესოთა შორის? ნება მომეცით, ამაში ეჭვი შევიტანო. როდესაც ვუყურებ ნეიმარს, რონალდუს, მესის, მბაპეს, უმაღლესი დონის ფეხბურთელებს ვხედავ. კოუტინიოს ასეთი ფეხბურთელის ფასი აქვს და არ მინდა ხმაურიანი განცხადება გამომივიდეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ასეთი მოთამაშეა.

მოთხოვნილი თანხა ძალიან ბევრია ფეხბურთელისთვის, რომელზეც არ იცი, დაიბრუნებს თუ არა ძველ დონეს.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ კოუტინიო “ჩელსიში” არ უნდა გადმოვიდეს. აქ მისი ადგილი არაა და ფული არ უნდა ვფლანგოთ ისეთ მოთამაშეებზე, რომლებზეც არ ვიცით, აკმაყოფილებენ თუ არა ჩვენს სტანდარტებს.” – განაცხადა ლებეფმა ESPN-თან საუბრისას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 აპრ 2020, 18:12
    #2

    ჩელსი და ტექნიკური ფეხბურთელები? ნუ ალბათ პედრო თუ იქნება.

  • me da barca
    schedule 11 აპრ 2020, 17:44
    #1

    შენ გაქრი. როგორ შეწუხებულხარ თურმე ამ ამბით.